დევნილთა სამინისტრომ კანონიერი მფლობელებისგან გამოსყიდული 21 ბინა დევნილებს დაუკანონა
საზოგადოება - 13:26, 03 Feb, 2015     1465

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში, 34-ე კორპუსში, 21 დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და დევნილებს საკუთრებაში გადასცა.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა, მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო და საცხოვრებელი ფართების დაკანონება პირადად მიულოცა.

აღნიშნულ კორპუსში, დევნილი ოჯახები 2000 წლიდან ცხოვრობენ, მიუხედავად ამისა შენობას ამ დრომდე კერძო მესაკუთრე ჰყავდა, რის გამოც დევნილებისათვის ბინების დაკანონება შეუძლებელი იყო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 21 დევნილი ოჯახისათვის ბინები კერძო მესაკუთრეებისაგან 916 163.86 ლარად გამოისყიდა.

გარდა ამისა, სამინისტრომ კერძო მესაკუთრისაგან გამოისყიდა თბილისში, პეკინის ქ. N44-ში მდებარე შენობის 6 სართული, სადაც 42 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 10 000 - მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. პროცესი 2014 წლის პირველი ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პირველ ეტაპზე, 2 თვის განმავლობაში, მოხდა დევნილთა 857-ჩასახლების შესწავლა. მეორე ეტაპი, რომელიც 8 თვე გაგრძელდება, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42