როდის არ აქვს ადამიანის ეკლესიაში სიარულს აზრი
საზოგადოება - 11:22, 03 Feb, 2015     12817
რატომ არის ბევრი ქრისტიანის ზეციური საეკლესიო ბანკი ცარიელი, რა მოთხოვნების გათვალისწინება აუცილებელი იმისთვის რომ ეკლესიური ცხოვრება სულიერად წარმატებული იყოს. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი თევდორაშვილი საუბრობს:

„ქრისტიანი, უპირველეს ყოვლისა, საქმითა და სიტყვით არის ქრისტიანი. დღეს, საქართველოში, ქუჩაში რომ გააჩერო ადამიანი, ქართველი თუ არაქართველი, თითქმის ყველა ამაყად გეტყვის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია, ანუ, უმრავლესობა ქრისტიანია, მაგრამ, აქედან ათი პროცენტი თუ დადის ეკლესიაში და, ამ ათიდანაც, ვინ როგორ ცხოვრობს – ესეც საკითხავია. ანუ, პირველი მოთხოვნა – ეს არის ეკლესიაში სიარული. ამ სიტყვებს ბევრი ქრისტიანი პირდაპირი მნიშვნელობით იგებს: დადიან ეკლესიაში; შევლენ, გავლენ, ხან ტაძარს უვლიან გარშემო, ხან შიგნით შემოვლენ, ისევ გავლენ და ასე იღლებიან სიარულით. რომ ჰკითხოთ – დადის ეკლესიაში. მაგრამ, რა მოიტანე და რა წაიღე?! მადლობა ღმერთს, რომ მოხვედი ეკლესიაში, რომ შეძელი, შენი ფეხით მოსულიყავი, არ ხარ საავადმყოფოში, საპყრობილეში, მაგრამ, ხომ შეიძლება მომავალ კვირას ვეღარ წახვიდე ეკლესიაში?! აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია, რომ ეკლესიაში მოხვედი, მაგრამ, უკეთესი იქნება, სახარება, ქადაგება მოისმინო; აღსარება თქვა, ეზიარო. თქვენთვის ყოველ კვირას და, არა მხოლოდ ყოველ კვირას, მზადდება ტრაპეზი, წმიდა ზიარება, სულიწმიდა გარდამოდის და ამ დროს თქვენ არც კი მოდიხართ ეკლესიაში. ან, მოდიხართ დაგვიანებით, სახარებას არ უსმენთ... ქადაგებას მაინც დაესწარით, რომელიც მოძღვარმა თქვენთვის მოამზადა, რომ იქიდან რამე გაიგოთ. თუ ვერაფერს გაიგებთ, მაშინ, იმ ადამიანს მაინც ჰკითხავთ, ვინც ესწრებოდა წირვას და მოგიყვებათ, მამაომ რა მაცხოვნებელი სწავლება გადმოგცათ. სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, რადგან, ჩვენი გონება „აღმატებული“ საკითხებით არის დაკავებული. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ, იფიქრეთ სულის ცხონებაზე. ეკლესიაში რომ შემოხვალთ, გაჩერდით, გონება მოიკრიბეთ და იფიქრეთ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია თქვენი სულისთვის. მეორე მოთხოვნაა: ეკლესიაში რომ მოხვედით, გაჩერდით და დაიწყეთ ლოცვა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვიცით ლოცვა

პირველი, რაც ლოცვის დროს გევალებათ, არის არა ფარისეველივით მადლობის თქმა, არამედ, ყურადღება – რასაც ღმერთი, ეკლესია მოითხოვს თქვენგან. თუ ყურადღებით არ იქნებით, ღმერთი არ მოგისმენთ, რადგან, ღმერთი არ უსმენს იმ ადამიანს, ვინც უყურადღებოდ ლოცულობს.

სამწუხაროდ, დღეს აღსარება და ზიარება ერთმანეთთან არის გაიგივებული. ბევრი აღსარებას იმიტომ ამბობს, თან, ბუნდოვნად, ჩამოთვლილი სიით, რომ ზიარება უნდა. თვეში ერთხელ ან ორჯერ სულიერმა მოძღვარმა და მრევლმა უნდა ჩაიხედონ ერთმანეთის სულში, რათა გაიგონ, რა პრობლემები აწუხებთ მათ სულიერ შვილებს; ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ტყუილად კი არ ჰქვია აღსარებას „სინანულის საიდულო” – უნდა ნანობდეთ იმას, რასაც აღიარებთ. ადამიანი ცოდვების მისატევებლად ეზიარება და, არა იმიტომ, რომ ღირსია, არამედ იმიტომ, რომ მასზე სულიწმიდის მადლი გადმოვიდეს. სასულიერო პირი მაინც აზიარებას ადამიანს – ის საკუთარ თავზე იღებს ერთ მესამედს; ერთ მესამედს – უფალი იღებს საკუთარ თავზე და, ერთი მესამედი თქვენც ხომ უნდა აიღოთ?! ეკლესიიდან რომ გახვალთ ნაზიაირები, ჭორაობა კი არ უნდა დაიწყოთ, რამე სასარგებლო საქმით უნდა დაკავდეთ, რათა დაინახონ ღმერთმა, მოძღვარმა, სხვა ადამიანებმა, რომ მადლიერი ხართ წმიდა ზიარების მიღების. ამ ყველაფერს უკვე მოჰყვება მადლიერება. “- აცხადებს მოძღვარი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42