რატომ გადაწყვიტა გია ჯაჯანიძემ მაია ასათიანთან ჭიდაობა
საზოგადოება - 11:01, 03 Feb, 2015     3048
გია ჯაჯანიძის ახალ საავტორო გადაცემას „სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან ერთად” რეიტინგი და ხმაურიანი სკანდალი ერთად მოჰყვა. არაორდინარული სტუმრების გულწრფელმა საუბრებმა საკმაოდ უხერხულ თემებზე, გია ჯაჯანიძე სოციალური ქსელების მთავარი „სამიზნე” გახადა. სკანდალები ცნობილ ტელესახეს არც წარსულში აკლდა, თუმცა ამჯერად ამბობს, რომ ხმაური და სკანდალები მისი მიზანი არ ყოფილა. გია ჯაჯანიძის თქმით მას არ ეშინია კონკურენციის და არც მაია ასათიანის „პროფილის“ რეიტინგთან შეჭიდების.


ეს არ ყოფილა ჩემი გადაწყვეტილება. მე მაიას მიმართ კარგად ვარ განწყობილი. მას მართლაც კარგი და რეიტინგული შოუ აქვს, რომლის სტუმარიც მე არაერთხელ ვყოფილვარ. როგორც მაიასაც უთქვამს, მე ყოველთვის მისთვის სასურველი რესპონდენტი ვიყავი. მაიას ჰყავს თავისი მაყურებელი. მეც დარწმუნებული ვარ, მეყოლება ჩემი მაყურებელი და ჩვენ ძალიან დახვეწილად „ვიჭიდავებთ” (იცინის). ისე, მეც ვაპირებ მაიას მოწვევას ჩემს შოუში, თუ „რუსთავი-2” გამოუშვებს. მე არასდროს მშინებია კონკურენციის და არც ახლა არ მეშინია. გახსნილად ვამბობ, მე ვარ ადამიანი, ვინც შექმნა საკუთარი ინდივიდუალური სახე და არავის ჰგავს. შესაბამისად, არ მაქვს კონკურენციის შიში. ორივე გადაცემამ მაღალი რეიტინგი დადო – გადაცემა შედგა. თემები, რომელსაც ჩემი გადაცემა განიხილავს, არის იმ პრობლემების სხვა რაკურსით მიტანა მაყურებლამდე, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ეს იყო ჩემი მიზანი. ახლა, როცა ის ჯოჯოხეთი უკან დარჩა, რაც წინ უძღოდა გადაცემის მომზადების პროცესს, ცოტა მოვდუნდი – თავს ამის უფლება მივეცი. იქ, სადაც არიან მაია სტეფნაძე და მანონი ოქრუაშვილი, არ არსებობს „ჩეპე”. ისინი თავისი საქმის ისეთი ვირტუოზები არიან, მათ გვერდით მუშაობა, მათ „ტყვეობაში” ყოფნა, კომფორტულიც არის და სასიამოვნოც. ამაზეა ნათქვამი, მათთან ერთად თავისუფლად წავალ „რაზვეტკაშიო”

http://tbiliselebi.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42