„საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ მჯეროდა რეგიონის საოპერო ცენტრი შეიქმნებოდა, რომელიც იქნებოდა ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, 2010-ში როდესაც ჩამოვედი საქართველო იყო პროგრესის მაგალითი, ბევრ სფეროში პოტენციალითა და დიდი პერსპექტივით სავსე, ახლა სამწუხაროდ დიდი და მყარი სტაგნაციაა“- განაცხადა მარჩიანომ
მარჩიანოს გადაწყვეტილების მიზეზი სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილება გახდა, დავით კინწურაშვილმა მთავარი დირიჟორის შტატი საერთოდ გააუქმა და სანაცვლოდ ახალი პოსტი შექმნა-მოწვეული მთავარი დირიჟორი. გადაწყვეტილების მიღების გარეშე ფორმალური სტატუსით მუშაობა მარჩიანომ აღარ ისურვა.
მარჩიანოს აზრით მთავარი პრობლემა არა სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, არამედ თეატრის შესახებ მიღებული კანონია.
„თეტრის შესახებ მიღებული კანონი იყო საბაზისო უზარმაზარი შეცდომა, თქვენ შესანიშნავი კანონი გქონდათ , რომლითაც იმართება თეატრები ყველგან, ახლა კი უკან დაბრუნდით, რეგულაციამდე, რომლითაც 1940 წელს , საბჭოთა სისტემა მუშაობდა. არამხოლოდ კანონი საუბარია იმაზეც, როგორ იქცევა დღევანდელი ხელისუფლება, როგორ მოქმედებს მთავრობა, სტაგნაცია ხომ დღეს მხოლოდ კულტურაში არ არის, ეს საზოგადო პრობლემაა.
შევეცადე ჩემი შეხედულებები კულტურის მინისტრისთვის ამეხსნა, მაგრამ არასდროს მომეცა შანსი მას შევხვედროდი, რაც უცნაურია, ასევე სამინისტროში არ შემხვედრია არავინ ვისაც საოპერო გამოცდილება ექნებოდა, ამდენად ვერ ვიგებ, როგორ უნდა მიხედონ ოპერის საკითხებს. მე მიყვარს ჩიკ კორეა და ოსკარ პიტერსონი, მაგრამ არსებობს გაცილებით მეტიც, ვერდი,ფალიაშვილი, პუჩინი. მე მივწერე მინისტრს რა უნდა გაკეთებულიყო სასწრაფოდ ოპერაში და არ გაკეთებულა.“- აცხადებს ჯანლუკა მარჩიანო.
იტალიელი დირიჟორი 18 თებერვალს პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე უკანასკნელად იდირიჟორებს.
„ჩემი კონცერტი ბაატა ბურჭულაძესთან ერთად ყველა ამ მიზეზის გამო დამშვიდობება იქნება, შემდეგ დაველოდები დროს, როცა სტაგნაცია დასრულდება და პერსპექტივასა და ნათელ მომავალს გზა გაეხსნება. მე რა თქმა უნდა ყოველთვის მემახსოვრება საქარტველო, როგორც იმ ქარტველებს, რომლებიც ახლა ამ ქვეყანაში არ ცხოვრობენ, მაგრამ უყვართ და ენატრებათ ის“- აღნიშნა იტალიელმა დირიჟორმა „რუსთავი2“ -თან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები