გაძვირდება თუ არა პური გაზის გაძვირების ფონზე
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:39, 02 Feb, 2015     4771
1 მარტიდან გაზის ტარიფი იურიდიული პირებისთვის 15 თეთრით ძვირდება. კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაზის ტარიფის მატებას ლარის კურსის მერყეობით ხსნის.

შესაძლებელია თუ არა გაზის ტარიფის მატებამ პურისფასზეც იმოქმედოს, როგორც მცხობელები ამბობენ, თუკი მოხდა გაზის ტარიფის ზრდა, არ არის გამორიცხული ამან იმოქმედოს პურის საწრმოებზე. პურპროდუქტების ასოციაციის პრეზიდენტი მალხაზ დოლიძე ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე პურის გაძვირებაზე საუბარი არ არის. ,,თუ მოხდება ტარიფის მატება, შესაძლოა ეს აისახოს პურის საწარმოებზეც და ასეთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს პურის ფასის გაძვირება, თუმცა დღეს ამის თქმა ნაადრევია“ - აცხადებს დოლიძე.

როგორც ,,ნიუპოსტს“ კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკა სარიამ განუცხადა ცვლილება ლარის კურსის საგრძნობმა ცვლილებამ განაპირობა. მისივე განმარტებით, გაზრდილი ტარიფი არ ეხება ფიზიკურ პირებს.

,,ჩვენ გავაგზავნეთ შეტყობინება იურიდიული პირებისთვის, რომ 1 მარტიდან გაზის ტარიფი იცვლება და იზრდება 15 თეთრით, 75 თეთრის ნაცვლად ერთ კუბამეტრზე 90 თეთრს შეადგენს. ამ ცვლილების მთავრი და ერთადერთი მიზეზი ეს არის ლარის კურსის ცვლილება. სექტემბრის ბოლოდან კურსმა დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილება და მაქსიმალურად შევეცადეთ, ჩვენი შიდარესურსების მობილიზების ხარჯზე, რომ არ გაგვეზარდა გაზის ტარიფი ზამთრის განმავლობაში და გაგვეხანგრძლივებინა, თუმცა იანვრის ბოლოდან იმდენად მნიშვნელოვანია ლარის კურსის ცვლილება, რომ ჩვენ უკვე არანაირი სხვა გზა არ დაგვრჩენია, რადგან ჩვენ ვყიდულობთ გაზს მომწოდებლისგან დოლარის კურსის ექვივალენტით და ვყიდით ლარში და ეს ფასი და ეს ტარიფი იყო დაანგარიშებული ძველ კურსზე. ამიტომ ჩვენ იძულებული გავხდით ეს გაგვეკეთებინა. სხვა შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ დგებოდა ქალაქის უწყვეტი გაზმომარაგება“ - განაცხადა ეკა სარიამ.

ლარის დასტაბილურების შემთხვევაში, სარია აცხადებს, რომ ტარიფიც შესაბამისად ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

,,ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ტარიფი ისევ დაიწევს. ტარიფი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, ჩვენ არ შეგვიცვლია არცერთი კომპონენტი - არც ოპერირების, არც მოგების მარჟა გაგვიზდია, ყველაფერი დარჩა უცვლელი, ერთადერთი მოხდა გადაანგარიშება, რაც უკავშირდება ლარის კურსის ცვლილებას.. როგორც კი დასტაბილურდება, იმის შესაბამისად მოიქცევა კომპანიაც. ჩვენი ინტერესია, რომ გვყავდეს ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი, გაზი იყოს იაფი და გავყიდოთ უფრო მეტი“ - განაცხადა ეკა სარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42