,,ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 19:25, 02 Feb, 2015     1885
არასამთაოვრობო სექტორის მიმართ გახშირებულ დისკრედიტაციას ,,ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ საგანგებო განცხადებით პასუხობს, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.

,,ბოლო პერიოდში ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით გახშირდა ისეთი განცხადებები და ქმედებები, რაც ახდენს არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას. ამ არასახარბიელო ტენდენციის საპასუხოდ, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს სურს, კიდევ ერთხელ მიაპყროს საზოგადოების ყურადღება მისი და მისი პარტნიორების მუშაობის პროცესსა და შედეგებზე.

ევრაზიის თანაშრომლობის ფონდი 2008 წელს დაფუძნდა, რომ მოქალაქეებს დაეხმაროს თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მანდატი მოიცავს შემდეგ ოთხ მიმართულებას: სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, ახალგაზრდობის ინტეგრაცია, ფილანტროპიის განვითარების ხელშეწყობა და საჯარო პოლიტიკის ფორმირების გაუმჯობესება ფაქტებზე დაფუძნებული კვლევების ხელშეწყობის გზით. მანდატის ფარგლებში ფონდი ახორციელებს ხუთ პროგრამას: თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისთვის, ახალგაზრდული ინტეგრაცია, ევროპული ინტეგრაცია, ფილანტროპია და სოციალური საწარმოს განვითარება და ღია კარის საგრანტო პროგრამა.

ღრმად გვწამს, რომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლების ძალისხმევის შედეგია საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და სამოქალაქო ჩართულობის განუხრელი ზრდა და ევროინტეგრაციის პროცესის წარმატება, რაც დადასტურებულია სხვადასხვა ავტორიტეტული კვლევით.

ფონდი არა მხოლოდ უშუალოდ ახორციელებს პროგრამებს, არამედ სხვა სამოქალაქო ჯგუფების ინიციატივებსაც უჭერს მხარს. დაფუძნებიდან დღემდე ფონდის ძალისხმევის შედეგად დაფინანსდა 200-ამდე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ საინიციატივო ჯგუფის 350-მდე პროექტი. მათგან 60% საქართველოს რეგიონებში განხორციელდა და უმეტესობა მიმართული იყო ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისაკენ. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა მრავალი დონორის მხარდაჭერით, რომელთა შორისაა შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიის, ბელგიის, ა.შ.შ.-ის, ბრიტანეთის, კანადის მთავრობები და ევროკავშირი.

ფონდს მიაჩნია, რომ საზოგადოების წინაშე გამჭვირვალობის პრინციპი სავალდებულოა როგორც სამთავრობო, ასევე სამოქალაქო სექტორისათვის. სწორედ ამიტომ, ფონდის პროგრამული და ფინანსური ანგარიშები ქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე. ასევე გამჭვირვალეა ფონდის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის მექანიზმი. საპროექტო განაცხადებს ფონდის თანამშრომლებთან ერთად განიხილავს ფონდის მრჩეველთა კომიტეტი ან ექსპერტთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანაშრომლები, ადგილობრივი ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროცედურების მიხედვით, ფონდი არ აფინანსებს: პოლიტიკურ პარტიებს; პარტიული ან პოლიტიკური მიზნით განხორციელებულ ლობირებას, გარდა იმ საკითხების ადვოკატირებისა, რომელთაც საზოგადოებრივი სარგებელი მოაქვთ.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის საქმიანობისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ფონდის ვებგვერდს www.epfound.ge.“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42