,,ჩვენ გავაგზავნეთ შეტყობინება იურიდიული პირებისთვის, რომ 1 მარტიდან გაზის ტარიფი იცვლება და იზრდება 15 თეთრით, 75 თეთრის ნაცვლად ერთ კუბამეტრზე 90 თეთრს შეადგენს. ამ ცვლილების მთავრი და ერთადერთი მიზეზი ეს არის ლარის კურსის ცვლილება. სექტემბრის ბოლოდან კურსმა დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილება და მაქსიმალურად შევეცადეთ, ჩვენი შიდარესურსების მობილიზების ხარჯზე, რომ არ გაგვეზარდა გაზის ტარიფი ზამთრის განმავლობაში და გაგვეხანგრძლივებინა, თუმცა იანვრის ბოლოდან იმდენად მნიშვნელოვანია ლარის კურსის ცვლილება, რომ ჩვენ უკვე არანაირი სხვა გზა არ დაგვრჩენია, რადგან ჩვენ ვყიდულობთ გაზს მომწოდებლისგან დოლარის კურსის ექვივალენტით და ვყიდით ლარში და ეს ფასი და ეს ტარიფი იყო დაანგარიშებული ძველ კურსზე. ამიტომ ჩვენ იძულებული გავხდით ეს გაგვეკეთებინა. სხვა შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ დგებოდა ქალაქის უწყვეტი გაზმომარაგება“ - განაცხადა ეკა სარიამ.
ლარის დასტაბილურების შემთხვევაში, სარია აცხადებს, რომ ტარიფიც შესაბამისად ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.
,,ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ტარიფი ისევ დაიწევს. ტარიფი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, ჩვენ არ შეგვიცვლია არცერთი კომპონენტი - არც ოპერირების, არც მოგების მარჟა გაგვიზდია, ყველაფერი დარჩა უცვლელი, ერთადერთი მოხდა გადაანგარიშება, რაც უკავშირდება ლარის კურსის ცვლილებას.. როგორც კი დასტაბილურდება, იმის შესაბამისად მოიქცევა კომპანიაც. ჩვენი ინტერესია, რომ გვყავდეს ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი, გაზი იყოს იაფი და გავყიდოთ უფრო მეტი“ - განაცხადა ეკა სარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






