„ადრე ტაბულაზე, დავით კოვზირიძის შოუში "მძიმე კაცთან" დავითმა დამისვა კითხვა, ვინ არის ყველაზი დიდი ქართველი? მე ვუპასუხე ედგარ ალან პო მეთქი. ამას ჩემი დაუნდობელი ლანძღვა-გინება და მუქარა მოყვა.
შემდეგ სხვა ჟურნალისტებთან განმარტება გავაკეთე, რომ არა თუ ედგარ პო, არამედ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ელვის პრესლი, ბიტლზი, პასტერნაკი თუ ჩარლი ჩაპლინი, ისეთივე ყველაზე დიდი ქართველები არიან, როგოც ჩაკრულოს ან ხასანბეგურას შემქმნელები, რადგან ის რაც საკაცობრიოა ქართულია და რაც ქართულია საკაცობრიოა. ვერც დავით კოვზირიძის შოუში ნათქვამი და ვერც სხვაგან გაკეთებული განმარტებანი ბევრმა ვერ გაიგო და ცხადია ისევ გადამიარა. ეს კი ვაჟა-ფშაველას სიტყვებია. თუ გადავლაა ბარემ ერთად გადაგვიარეთ, მე და ვაჟას:
"ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.
ყველა გენიოსი ნაციონალურმა ნიადაგმა აღზარდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება."
"კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი"
ვაჟა ფშაველა 1905
დავით დეფი 2015
მასალის გამოყენების პირობები






