მშობლები 6 წლამდე ბავშვების სკოლაში მიღებას ითხოვენ
საზოგადოება - 15:39, 02 Feb, 2015     1810
სკოლაში სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა გაიმართა განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრში. შეხვედრას მშობლები, ფსიქოლოგები და პედაგოგები დაესწრენ. მშობლების ნაწილი სკოლაში იმ ბავშვების მიღებას ითხოვს, რომლებსაც 6 წელი იანვრამდე უსრულდებათ.

ფსიქოლოგებმა განმარტეს, რომ 5 და 6 წლის ასაკს განსხვავებული განვითარების საფეხურები გააჩნია და ამ ასაკში თითოეულ თვეს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის. ფსიქოლოგები გამოთქვამენ აზრს, რომ სკოლაში ბავშვის მისვლის მინიმალური ზღვარი 6 წელია, ხოლო ოპტიმალურ ასაკად 6 წელს და 8 თვეს ასახელებენ.

მშობლები დაინტერესდნენ თუ რას ასწავლიან ბაღში დარჩენილ ბავშვებს მთელი წლის განმავლობაში, რაზეც უპასუხეს, რომ განათლების სამინისტრო ამზადებს პროგრამას, რომელსაც ბაღებს შესთავაზებენ.

შეხვედრას ესწრებოდა ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელმაც განაცხადა, რომ სასურველია სასკოლო ასაკი 8 წლით განისაზღვროს.

„ბავშვს შეუძლია ყველაფერი აითვისოს, მაგრამ საკითხავია რის ხარჯზე. როცა ბავშვი ითვისებს თამაშის ხარჯზე, ბავშვური თავისუფლების დაკარგვა თავს იჩენს მოგვიანებით, ძალიან ხშირია ისეთი დარღვევები, რის გამოც ადამიანი ექიმთან მიდის“,-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მომავალი წლიდან სკოლაში მხოლოდ ის ბავშვები დაიშვებიან, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყებამდე უსრულდებათ. განათლების სამინისტრომ დააფიქსირა მკაცრი პოზიცია, რომ გამონაკლისების დაშვება არ მოხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42