„ჩემთვის კახას კომპლიმენტი უფრო დიდი საჩუქარია ვიდრე რაიმე ნივთი“ - ამბობს კახი კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე და ვიცე პრემიერს მეუღლის რანგში მოიხილავს.
მისივე თქმით როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ისინი ამ გრძნობის გამო რაღაცებზე თვალებს ხუჭავენ. როგორც ინტერვიუდან ჩანს თვალების დახუჭვა სიყვარულის სახელით ანუკისაც უხდება.
ანუკი არეშიძე: „კახა ყურადრებიანი მეორე ნახევარია. თავისაზე მეტად ჩემი დაბადების დღე უყვარს, მე კიდევ -მისი. ხშირად მეკითხებიან, რას გჩუქნისო? რატომღაც ჰგონიათ, რომ ქალი ბედნიერი მატერიალური თვალსაზრისით უნდა იყოს. არადა, ჩემთვის კახას კომპლიმენტი უფრო დიდი საჩუქარია ვიდრე რაიმე ნივთი.
მახსოვს ახალი შეუღლებულები ვიყავით, კიევში რომ ჩავედით, კახამ მითხრა - სახლში ავიდეთო, აინტერესებდა მუშები, სამუშაოს რა ეტაპზე იყვნენ. სახლთან რომ მივედით, თვალებზხე ხელი ამაფარა, შევედით და რას ვხედავ კახას სახლი უკვე მოწყობილი ჰქონდა. ყველაფერი თვითონ გააკეთა.
კახა მეხმარება, რომ მე რეალიზებული ვიყო, და ის რაც მიყვარს მაქსიმალურად რეალიზებულად და ბოლომდე გავაკეთო. ვფიქრობმ როდესაც ადამიანი გიყვარს, მას ოცნებების ასრულებაში ეხმარები.
ძალიან ვაფასებ კახას და თუ ხანდახან ავიწყდება ხოლმე, რომ კარში პირველი მე უნდა გამატაროს, სხვა იმდენ დადებითს ვხედავ მასში რომ ამაზე ვეღარ ვბრაზდები.
კახა ზალიან თბილი ადამიანია, როგორც შვილი და მამა, ასევე როგორც მეუღლე. სითბოს გამოხატავს ხოლმე. ჩვენი სიყვარული ფერადია. ის რომ კახა სახლში არ არის, მონატრებას ზრდის და სულ მინდა მასთან ერთად ვიყო“.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიამი“
მასალის გამოყენების პირობები






