მიწის მასივის ჩამოშლამ წყალმომარაგებითი სამუშაოების შეფერხება გამოიწვია
საზოგადოება - 13:42, 02 Feb, 2015     1427
დღეს დილით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ე.წ. მოდულის შენობასთან ახლოს, თავხელიძის ქ. N 1-თან, მშენებარე კორპუსის გათხრილი საძირკვლის ტერიტორიაზე ხელახლა ჩამოიშალა მიწის მასივი, რამაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საავარიო ბრიგადებს სამუშაოების განხორციელებაში ხელი შეუშალა. საბედნიეროდ, შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურის საავარიო ბრიგადები და სპეცტექნიკა კვლავაც მობილიზებულია „მოდულის“ შენობის მიმდებარედ, სადაც ამ ეტაპზე, საძირკვლის ქვაბულის გამაგრებისა და მიწის ხელახლა ჩამოშლის თავიდან არიდების მიზნით, საჭირო ოდენობით ბალასტის შეტანა ხდება. ამ დროისთვის წყალმომარაგება კვლავაც შეწყვეტილი აქვს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე 2 კორპუსს - N78ბ, N76ბ-ს და "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ოფისს.

„მოდულის“ შენობის მიმდებარედ, თავხელიძის ქ. N 1-თან, მშენებარე კორპუსის გათხრილი საძირკვლის ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლა ჯერ კიდევ გუშინ მოხდა. საძირკვლის ჩამოშლამ იქვე გამავალი საკანალიზაციო მაგისტრალური მილის დაზიანება გამოიწვია. კომპანია დაზიანებული საკანალიზაციო მილის აღსადგენად სამუშაოებს გუშინ დლიდან აწარმოებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, მშენებლობას აწარმოებდა სამშენებლო კომპანია შპს "ბანი", რომელსაც მშენებლობის საწარმოებლად 2007 წელს აღებული ძველი ტექნიკური პირობა არ ჰქონდა განახლებული, ამასთან, შპს "ბანს" არც საძირკვლისთვის გათხრილი ქვაბული ჰქონდა ტექნიკური ნორმების დაცვით გამაგრებული, რამაც მიწის ჩამოწოლა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკანალიზაციო ქსელის დაზიანება გამოიწვია.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება მაქსიმალურად სრაფად დაასრულოს სამუშაოები და წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღადგინოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42