არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ
საზოგადოება - 13:09, 02 Feb, 2015     1836

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით შემშფოთებას გამოთქვამენ და განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა ხელისუფლების მხრიდან თავდასხმები იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც დემოკრტიული ღირებულებების დაცვას ემსახურებიან. განცხადებას ხელს 45 არსამთავრობო ორგანიზაცია აწერს. გავრცელებულ განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„შეშფოთებას გამოვთქვამთ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის გამო. ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციების იმ ნაწილის მიმართ, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ემსახურებიან დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეის მხარდაჭერას და ევროპული ტიპის სახელმწიფო მართვის სისტემების შექმნას.
2014 წლის 1 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კამპანიაში “ეს შენ გეხება” ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციები “ქვეყნის იმიჯის შერყევაში” დაადანაშაულა და მათ საქმიანობას “ძირგამომთხრელი” უწოდა, რაც გახდა საფუძველი პოლიტიკოსთა მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული განცხადებებისა და ქმედებებისა.
2015 წლის 26 იანვარს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების ნინო ლომჯარიასა და ეკა გიგაურის, ასევე საიას ყოფილი თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის მისამართით მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და ფაქტობრივად, წინასწარ გამოაცხადა სამოქალაქო ორგანიზაციის ლიდერებზე მაკომპრომატირებელი მასალის გამოქვეყნება.
მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის არა ერთი მოქალაქის, არამედ სახელმწიფოს არაფორმალური მმართველის პოზიცია. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელების დაუსაბუთებელი რიტორიკა ხელისუფლების დეკლარირებული ღირებულებებიდან გადახვევაა. ეს განცხადებები საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიზანმიმართულად წარმოებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ვნებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და იდეებს, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ემსახურებიან, არამედ აღნიშული ღირებულებების მოწინააღმდეგე ჯგუფებსაც აძლიერებს. აღნიშნული ტენდენცია უკიდურესად შემაშფოთებელია და სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს.
ხელისუფლების წევრებსა და სხვა პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლისა და მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან.

1. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)
2. საფარი
3. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
4. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
5. იდენტობა
6. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
7. ადამიანის უფლებათა ცენტრი
8. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
9. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
10. ტოლერანტობის და განვითარების ინსტიტუტი (TDI)
11. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
12. საქართველოს წამების მსხერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
13. საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
14. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
15. ფრონტლაინ ჯორჯია კლუბი
16. სტუდიამობილი - აქცენტი მოძრაობაზე
17. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)
18. გენდერული სამართლიანობა
19. არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი
20. ადამიანის უფლებათა სახლი (HRH)
21. ლგბტ საქართველო
22. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“
23. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
24. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
25. ნაბიჯი-ხარაგაული
26. მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი”
27. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
28. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
29. დუშეთის განვითარების ფორნდი
30. ბორჯღალი
31. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
32. დემოკრატიის ინსტიტუტი
33. ახალი ინიციატივა ქვემო ქართლში
34. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი
35. სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია
36. ინდიგო
37. ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი
38. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი
39. უკეთესი მომავლისთვის
40. დემოკრატ მესხთა კავშირი
41. ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი“
42. სტეფანწმინდა
43. კავშირი „დემოსი“
44. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
45. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42