„სილქნეტს“ და „კავკასუს ონლაინს“ ახალი ვალდებულებები დაეკისრათ
საზოგადოება - 11:19, 02 Feb, 2015     9007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ბაზრის ქვესეგმენტზე ჩატარებული კონკურენციის კვლევის და ანალიზის შედეგად მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე ოპერატორებად სს „სილქნეტი“ და შპს „კავკასუს ონლაინი“ მიიჩნია.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე ატარებს კონკურენციის კვლევას და ანალიზს, ადგენს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს და უწესებს მათ სპეციფიკურ ვალდებულებებს. ესენია: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინიაციის აკრძალვა, სატარიფო რეგულაცია და ხარჯთაღრიცხვა, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვება და დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა.

ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ბაზრის ქვესეგმენტზე წინა კონკურენციის კვლევა კომისიამ 2013 წელს ჩაატარა. აღნიშნული კვლევის შესაბამისად, ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ბაზრის ქვესეგმენტზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებად კომისიამ მაშინ, სს „სილქნეტის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ გარდა, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“/შპს „სისტემ ნეტიც“ მიიჩნია და მხოლოდ ინფორმაციის გამჭვირვალობის და დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულება დააკისრა.

2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, კომისიამ დაადგინა, რომ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ბაზრის ქვესეგმენტზე საბაზრო წილების გადანაწილების სურათი შეცვლილია და მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე ოპერატორებად მხოლოდ სს „სილქნეტი“ და შპს „კავკასუს ონლაინი“ განსაზღვრა. კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორივე კომპანიას შემდეგი სპეციფიკური ვალდებულებები დააკისრა: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინიაციის აკრძალვა, სატარიფო რეგულაცია (ზედა ზღვრული ტარიფი 32 ლარი ერთ მეგაბიტზე) და დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე იხილეთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42