ვაზაგაშვილების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მის შესაძლო დაკავებაზე საუბრობს, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ირაკლი ქადაგიძე.
„მინდა საზოგადოებას განვუმარტო და პროკურატურასაც მივმართო, რომ ჩვენ ყველანი მზად ვართ ღია თანამშრომლობისთვის არავინ არასად არ იმალება და გაქცევას არ აპირებს. სპეცეფექტებით და შოუებით ჩვენი დაკავება არის სცენარი და ამის აუცილებლობა არ აირს“-აღნიშნა ქადაგიძემ „კურიერთან“ საუბრისას.

,,ნიუპოსტი“ ,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგას“ დაუკავშირდა, სადაც ინფორმაცია დაუდასტურეს, მათი თქმით, ისინი მზად არიან ყველა კითხვას პასუხი გასცენ.
შს კრიმინალური პოლიციის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ,,სამართალდამცავთა ლიგის“ არმომადგენელი ირაკლი ფირცხალავა ასევე აცხადებს, რომ მზად არის სამართალდამცავებთან თანამშრომლობისთვის.
პროკურატურა არ ადასტურებს მზადებას რაიმე სპეცოპერაციისთვის და ფართომაშტაბიანი დაკავებებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






