,,ბოდიში მოიხადეთ! მე თქვენ გიჩივლებთ!“ - ლომჯარიას პასუხი ხაინდრავას სკანდალურ განცხადებაზე
საზოგადოება - 20:47, 01 Feb, 2015     6660
კორუფციულ სქემაში მონაწილეობაში დასდო ბრალი რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია. ხაინდავას თქმით, ლომჯარია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტთან დაკავშირებულ სკანდალურ კორუფციულ სქემაშია ჩართული. ამის შესახებ ხაინდრავამ ,,იმედის კვრიაში" სტუმრობისას განაცხადა. ხაინდრავას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მას შვედეთიდან აქვს.

,,ამასთან დაკავშრებით შვედეთში შეიტანეს სარჩელი, რომელშიც ხსენებულია ქართული არაამთავრობოები, რაც დიდ კორუფციულ სქემაში ჯდება“ - განაცხადა ხაინდრავამ, რაზეც ნინო ლომჯარიამ დაკონკრეტება მოსთხოვა. ,,დააკონკრეტოს რომელი არასამთავრობები მონაწილეობდნენ“

,,თქვენი მაგალითად“ - მიუგო ხაინდრავამ. რაზეც ლომჯარიამ უპასუხა, რომ ეს არის ცილისწამება და მას სასამართლოში უჩივლებს.

,,ეს არის ტყული, თქვენ ტყუით ბატონო გოგა. წარმომიდგინეთ მტკიცებულებები, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რა შუაშია სიდასთან ჩემი ორგანიზაცია. სიდასგან ჩვენ გრანტი არასოდეს მიგვიღია“ - აღნიშნა ლომჯარიამ.

ხაინდრავას თქმით, მის ორგანიზაციას 2-დან 4 მილიონამდე ლარი აქვს აღებული.

,,უამრავი ფული მოდიოდა სიდადან საქართველოში, ეს ფული მიდიოდა ენ-დე-აისა და ევრაზიის ფონდში. სარჩელი ზუსტად ამ თემაზე შევიდა, რომ ამით უნდა დაფინანსებულიყო სიღარიბის პროგარმა და არა ის კვლევები, რომელიც ნავაროს მიერ ხორიცელდებოდა და ემსახურებოდა არჩევნების გაყალბებას და ნაციონალური რეჟიმის შენარჩუნებას. როცა ჩვენ დავიწყეთ ამ სქემებს გახსნა, და ამისთვის ჟრუნალსიტები აქაც ჩამოვლენს საქართველოში, აღოჩნდა, რომ ეს ფული მიდიოდა სხვადასხვა კველევბის გასაკეთბელად, ეს იყო პოლიტიჯური ხასიათის, ამ დროს აღმოჩნდა, რომ სამართიანი არჩევნები და გამჭვირვალე საქართველო მილიონ დოლარს ღებულბოდნენ“ - განაცხადა ხაინდრავამ.

,,ტყუით და მე თქვენ გიჩივლებთ ამისთვის. თქვენ განაცხადეთ რომ ჩემი ორგანიზაცია კორუფციული სქემით იღებდა ფულს“ - მიმართა ლომჯარიამ, რაც ხაინდრავამ ურაყო და თქვა, რომ მისი ორგანიზაცია ლეგალურად იღებდა, მხოლოდ სქემა იყო კორუფციული.

,,მე ეს არ განმიცხადებია, თემა არის, რომ ფული შვედეთის ბიუჯეტიდან მოდიოდა საქართველოში სიღარიბის პროგრამის დასაძლევად და მიდიოდა ენ-დე-აიში და ევრაზიის ფონდში და იქიდან არასამთავრობო ორგანიზაციები ლეგალურა იღებდნენ გრანტებს. თქვენ ლეგალურად ღებულობდით, სქემა იყო კორუფიციული, პროგრამა იყო სხვა და მისი გადამისამართება იყო სხვა. ეს ეხებოდა არამარტო კველევბს, არამედ რეგიონალური მედიის ყიდვას და სხვა...“ - განაცხადა ხაინდრავამ.

,,სიდასგან გრანტი არ ამიღია და საიდან მოგაქვთ? ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ და ძალიან შეგრცხვებათ მერე...ბოდიში მოიხადეთ ბატონო გოგა...“ - მიმართა ლომჯარიამ ხაინდრავას.

,,ეს გამოქვეყნებულია შვედეთში, ჩვენ სიბნელეში ვართ და იქ გამოქვეყნებულია“ - აღნიშნა ხაინდრავამ, რაზეც ლომჯარიამ მიუგო:

,,მე არ ვარ სიბნელეში, ეტყობა თქვენ ხართ...“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42