„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ დაზიანებასათან დაკავშირებით
საზოგადოება - 20:17, 01 Feb, 2015     1999
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურის საავარიო ბრიგადები მობილიზებულია ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ე.წ. მოდულის შენობის მიმდებარედ, თავხელიძის ქ.N 1-თან, სადაც მშენებარე კორპუსის გათხრილი საძირკვლის ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლა მოხდა. საძირკვლის ჩამოშლის შედეგად დაზიანდა იქვე გამავალი საკანალიზაციო მაგისტრალური მილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სპეცტექნიკა. სამუშაოების ოპერატიულად და სათანადოდ ჩატარების მიზნით, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე კორპუსებს - N78ბ, 76ბ-ს და "საქართველოს გაერთიანებული ალმომარაგების კომპანიის" ოფისს ამ დროისთვის წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელთარსებული ინფორმაციით, მშენებლობას აწარმოებდა სამშენებლო კომპანია შპს "ბანი", რომელსაც მშენებლობის საწარმოებლად 2007 წელს აღებული ტექნიკური პირობა არ ჰქონდა განახლებული, ამასთან, შპს "ბანს" არც საძირკვლისთვის გათხრილი ქვაბული ჰქონდა ტექნიკური ნორმების დაცვით გამაგრებული, რამაც მიწის ჩამოწოლა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკანალიზაციო ქსელის დაზიანება გამოიწვია.

ამ დროისთვის კომპანიის საავარიო ბრიგადები დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის აღსადგენად გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებენ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება მაქსიმალურად სრაფად დაასრულოს სამუშაოები და წყალმომარაგება აღადგინოს. წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დამატებით გაცნობებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42