ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
საზოგადოება - 17:34, 01 Feb, 2015     2358
ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2015 წლის 18 თებერვლიდან დაიწყება და 23 თებერვალს დასრულდება.

ხიდზე არსებულ მდგომარეობას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, ისნის და კრწანისის რაიონის გამგებლები ვახტანგ ქიზიყურაშვილი და გიორგი კოპალეიშვილი გაეცნენ.

თბილისის მერის განცხადებით, ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციით წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოიხსნება. " ხიდს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, რაც გაზრდის მისი ექსპლუატაციის ვადას, ხიდზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება როგორც ავტომობილებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის" - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, ხიდი შესაბამისობაში უნდა იყოს ქალაქის ისტორიულ ნაწილთან, ამიტომ, მოაჯირის განახლება საზოგადოების ჩართულობით მოხდება.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის თქმით, ტენდერი ითვალისწინებს ბარათაშვილის სავალი და საფეხმავლო ნაწილის შეცვლას, ასევე მიწისქვეშა გადასასვლელების სრულ რებილიტაციას.

ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 250 000 ლარია გამოყოფილი. პროექტის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, ხელახლა გაკეთდება ჰიდროიზოლაცია, მოეწყობა ახალი ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

ბარათაშვილის ხიდის კვლევა-გამოცდა 2013 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულმა ხიდსაცდელმა ცენტრმა ჩაატარა. ნაგებობის გამოცდის შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია (ბურჯები და მალის ნაშენი) კარგ მდგომარეობაშია, შესაცვლელია ნაგებობის სავალი ნაწილი, ჰიდროიზოლაცია, ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

დღეს არსებული ბარათაშვილის ხიდი 1960–იან წლებში აშენდა. ნაგებობამ მანამდე არსებული რკინის კონტრქუცია ჩაანაცვლა. ხელახალი აშენების შემდეგ, მისი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42