„პანორამა თბილისის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები ამ დროისთვის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან. მსვლელობაზე ისმის შეძახილები "არა პანორამას", აქციის მონაწილეებს თან მიაქვთ დროშები და პლაკატები.
აქციის თავდაპირველად თბილისის საკრებულოს შენობის წინ გაიმართა . გარემოს დამცველები და ხელოვნებათმცოდნეებმა ხელისუფლებას პროექტის შეჩერებისკენ მოუწოდეს. "პანორამა თბილისის" მშენებლობის წინააღმდეგ შემუშავდა პეტიცია, რომელსაც ათასამდე ხელმომწერი ჰყავს.
პროექტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ „პანორამა თბილისი“ ძველი თბილისის იერსახეს დაამახინჯებს, სოლოლაკში გადაადგილების სერიოზულ პრობლემას შექმნის, მშენებლობის პროცესი კი ამაღლების და ასათიანის ქუჩებზე მდებარე ავარიულ სახლების მდგომარეობს კიდევ უფრო დაამძიმებს.
საკრებულომ სოლოლაკის ფერდობს რეკრეაციულ-ლანდშაფტური ზონის სტატუსი გასული წლის ბოლოს შეუცვალა. პარალელურად, ქედზე "პანორამა თბილისის" მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია.
პროექტს „პანორამა თბილისის“ ფარგლებში ოთხი ახალი კომპლექსის აშენება იგეგმება - სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლე მეორის მოედანი.
პროექტის სრულმასშტაბიან სამუშაოებს თანაინვესტირების ფონდი, ეკონომიკის სამინისტროსგან ოფიციალური ნებართვის მიღების შემთხვევაში, მიმდინარე წელს განახორციელებს.

მასალის გამოყენების პირობები






