თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ერთი მიმართულებით ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დასრულდა
საზოგადოება - 16:11, 31 Jan, 2015     1903
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის 6.5-კილომეტრიან მონაკვეთზე გზის მარჯვენა (ფონიჭალა-რუსთავის) მიმართულებით ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დასრულდა და პარალელურად სატრანსპორტო ნაკადის ძველი გზიდან ახალ გზაზე გადართვა მოხდა. აღნიშნულ პროცესს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორიგიორგი ამაშუკელი, ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქიადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული პაატა ხიზანიშვილი დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ გზის გადართვა აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით მოხდება.კერძოდ, მაგისტრალის მარჯვენა მხარეს, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ორმხრივ რეჟიმში მოძრაობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ძველ გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება არ დასრულდება. შემდეგ კი თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში განხორციელდება. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის 6,5 კმ-იან მონაკვეთზე გზის გადართვის საკითხები საპატრულო პოლიციასთან არის შეთანხმებული.

პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისიდან რუსთავამდე გზის დაფარვა 15 წუთში იქნება შესაძლებელი, გადაადგილება კი მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტი სფარგლებში ავტომაგისტრალზე აშენდება გზაგამტარები, სატრანსპორტო კვანძები, მიწისქვეშა, სატრანსპორტო და საფეხმავლო ხიდები, მოეწყობა ტროტუარები. ზემოთ ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ კი, თბილისი-რუსთავის გზა სრულად განტვირთავს ამ მიმართულებით ორმხრივ მოძრაობას. თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სიგრძე17.4კმ-ია და სირთულის გათვალისწინებით, სამ განსხვავებულ მონაკვეთად იყოფა. პირველი 4 კმ-იანიმონაკვეთი - საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან რესტორან „მარაბდამდე“ გრძელდება. მეორე მონაკვეთი - ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა - სიგრძით 6,8 კმ. აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძის ურბანული ტიპის შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმება. მესამე 6,5 კმ-იანი მონაკვეთი ფონიჭალის დასახლების გასასვლელთან იწყება და რუსთავის ავტობაზრობასთან დასრულდება. ამ ეტაპზე, პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა მიმდინარეობს,რომლის ღირებულებაც 88 761 128,95 ლარსშეადგენს. სამუშაოებზე 250-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.

რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, მისი დეტალური პროექტის მომზადება დასრულებულია და აზიის განვითარების ბანკშია გადაგზავნილი. აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო ტენდერი 2015 წელს გამოცხადდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42