ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი ტამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ "ტაბულას" ღამის 12 საათზე ანძიდან გაითიშება.
"მედია რომ "გათავისუფლდა" იმ სერიიდან - საქართველოს მთავრობა ტაბულას თიშავს ამაღამ, ღამის 12 საათზე.
ბატონმა ზურაბ ლორიამ -(ტელ 599535000), რომელიც ახალი დანიშნულია ანძაზე, ასე გადაწყვიტა.
მიზეზად ანძას მოაქვს დავალიანება. არ იფიქროთ რომ საუბარია წლების განმავლობაში დაგროვილ დავალიანებაზე. ნოემბერ დეკემბრის დავალიანებაზე ვსაუბრობთ რომელიც შეთანხმების მიხედვით 31 იანვარს უნდა გადამეხადა და გადახდილია როგორც ხედავთ. უბრალოდ იმის გამო, რომ არასაბანკო დღეა მიმღების ანგარიშზე არ ასახულა.
თქვენ ვერ გაიხსსენებთ ვერცერთ შემთხვევას "სისხლიანი" 9 წლის განმავლობაში, როდესაც ანძამ არხი დავალიანების გამო გათიშა. მითუმეტეს გადახდილი დავალიანების გამო, რომელიც ანგარიშზე შაბათს ვერ აისახა და ორშაბათს აისახება.
თქვენ თუ გაიხსენებთ ერთ შემთხვევას მაინც, როდესაც მსგავსი პრობლემის გამო რომელიმე არხი გაითიშა - სიამოვნებით მოგისმენთ.
ნინო ჯანგირაშვილს ვესაუბრე, რომელიც მედიაში არსებული პრობლემების მემატიანეა, მაგრამ გათიშვის ფაქტი მანაც ვერ გაიხსენა."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი და გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტსაც აქვეყნებს.

მასალის გამოყენების პირობები






