სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი გერბი - რატომ ,,ტფილისი“?
საზოგადოება - 13:39, 31 Jan, 2015     5905
რატომ ,,ტფილისი“ და რა არგუმენტები აქვთ იდეის ავტორებს. მათი განმარტებით, სიმბოლიკა არ შეცვლილა, უბრალოდ დაზუსტდა, და ის ფუნქციონირებდა 1918 წლიდან მოყოლებული, სადაც დატანილი იყო თბილისის ძველი სახელწოდება ,,ტფილისი“.

უნივერსიტეტის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით საკუთარი პროტესტი გამოხატა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა მარიამ გერსამიამ, რომელიც მიუღებლად მიიჩნევს სახელწოდება ,,ტფილისს“, რაც მისი თქმით რუსეთის იმპერიასთან ასოცირდება.

,,საჭიროდ ვთვლი, თსუ-ში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ჩემი აზრი კიდევ ერთხელ დავაფიქსირო უნივერსიტეტის ახალ გერბთან დაკავშირებით. რაც უნდა დაერქვას თსუ-ს, ჩემთვის ის ყოველთვის იქნება პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც ძალიან მიყვარს. ოღონდ, საქართველოში მაჩვენეთ რაიმე არსებული ფუნქციონირებადი ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაშიც ფიგურირებს "ტფილისი". გასაგებია, რომ გასულ საუკუნეში რუსები ვერასდროს გამოთქვამდნენ "თბილისს" და სწორედ ამიტომ ფიგურირებდა სიტყვა "ტფილისი" (ყოველ შემთხვევაში, ასოცირება რუსულ გავლენებთან და მონობის პერიოდთან ნამდვილად არსებობს). ამიტომაც, ქართული უნივერსიტეტის სახელწოდებაში და გერბში ეს სიტყვა ("ტფილისი") ჩემთვის ვერ იქნება მისაღები. თანამედროვე ქართულით არის - თბილისი. მეგობრებო, კიდევ ერთხელ, ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს, რომ ახალი გერბი არ მომწონს: უფრო კონკრეტულად არ მომწონს მასში სახელწოდება "ტფილისი". ამ მოსაზრებას იმიტომაც ვაფიქსირებ, რომ საჭიროდ მიმაჩნია ამაზე შემდგომი დისკუსიების გამართვა ფართო საზოგადოების ჩართულობით“ - აღნიშნავს მარიამ გერსამია.

ახალი გერბი უკვე მოქმედია, რომელიც უნივერსიტეტის ვებგვერდზეცაა განთავსებული. 2015 წლის 28 იანვარს ვეგვერდზე შემდეგი განმარტებას დაიდო:

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური სიმბოლიკა აქვს. თსუ-ს დროშა და გერბი საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიწოდებული კრიტერიუმების საფუძველზე მოამზადა.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საჯარო განხილვის მიზნით, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ მომზადებული ვარიანტები გამოქვეყნდა გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტში“, თსუ-ს ვებგვერდზე და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კი რამდენიმე თვის განმავლობაში იყო განთავსებუილი.

უნივერსიტეტის სიმბოლიკა თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებმა 29 დეკემბერს ერთხმად დაამტკიცეს.

როგორც თსუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორმა, პროფესორმა ზურაბ გაიპარაშვილმა აღნიშნა, უნივერსიტეტის სიმბოლიკა არ შეცვლილა, ის დაზუსტდა.

უნივერსიტეტის გერბს საფუძვლად დაედო დიმიტრი შევარდნაძის მიერ ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით შემუშავებული ბეჭედი, რომლის ესკიზიც 1918 წლის 5 თებერვალს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს მე-4 სხდომამ დაამტკიცა. გერბი განთავსებული იყო უნივერსიტეტის გამოცემებზე, 1922 წლიდან მოყოლებული კი მისი გამოსახულებით დამშვენებულ სამკერდე ნიშნებს ატარებდნენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები.

უცვლელია უნივერსიტეტის პირველ ბეჭედზე ამოტვიფრული ქართულ-ლათინური წარწერა: „ტფილისის უნივერსიტეტი – Universitas Tphilisensis“, თუმცა, დატანილია უნივერსიტეტის გახსნის თარიღი „1918“ - ნათქვამია უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც თსუ-ს წარმომადგენლობითი სანჭოს სხდომის ოქმშია მითითებული, უნივერსიტეტს არსებობის მანძილზე არ ჰქონია ოფიციალური დროშა და გერბი. პრაქტიკაში გამოიყენებოდა დიმიტრი შევარდნაძის მიერ შესრულებული ირმისა და ნუკრის გამოსახულება, რომელიც თავდაპირველად უნივერსიტეტის ბეჭედზე გამოისახებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42