სასჯელაღსრულების სისტემაში გადამზადების პროგრამა დასრულდა
საზოგადოება - 11:28, 31 Jan, 2015     1202
2015 წლის 30 იანვარს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ექვსთვიანი სასწავლო პროგრამა დასრულდა, რომლის მიზანსაც სასჯელაღსრულების სისტემის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება წარმოადგენდა.

საპილოტე პროგრამა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და სხვა დახურულ ინსტიტუციებში“ მხარდაჭერით განხორციელდა და ევროპული ციხის წესების ერთ-ერთი ავტორის, ჟერარ დე იონგის ჩართულობით შემუშავდა.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა აღნიშნა, _ გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სტანდარტის ამაღლებას.

„როდესაც თანამშრომელს ეცოდინება საკუთარი უფლებამოსილება, კომპეტენცია და კომპეტენციის ზღვარი, ეს პრევენციულად აგვაცილებს შესაძლო პრობლემებს,“- განაცხადა კახა კახიშვილმა

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის უფროსის, კატერინა ბოლონეზეს თქმით, გრძელვადიანი პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოამზადებს იმ პერსონალს, რომელიც ხერხემალს წარმოადგენს პენიტენციური სისტემის რეფორმირებისთვის.

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის პრაქტიკაში ასეთი ხანგრძლივობისა და ფორმატის სასწავლო პროგრამა პირველად ჩატარდა.

სასწავლო პროცესში მონაწილეობა მიიღო 25 ტრენერმა, მათ შორის იყვნენ, როგორც სასწავლო ცენტრის ადგილობრივი ტრენერები, ასევე სასჯელაღსრულების სისტემის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწვეული სპეციალისტები,

მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შემოწმების მიზნით, 30 იანვარს ტრენინგის მონაწილეებს დასკვნითი გამოცდა ჩაუტარდათ და მიღებული ქულების მიხედვით 3 ხარისხის სერტიფიკატი გადაეცათ.

სერტიფიკატები მონაწილეებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა გადასცა.

ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას სწავლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ხაზი გაუსვეს გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის უნიკალურობასა და მისი დანერგვის მნიშვნელობას სასწავლო ცენტრის პრაქტიკაში.

შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პირველ საპილოტე ტრენინგის შედეგებმა ცხადყო პროექტის წარმატებულობა, რის საფუძველზეც მოხდა მეორე ჯგუფის შერჩევა, რომელიც მუშაობას 2015 წლის თებერვლიდან დაიწყებს. საპილოტე პროგრამის დახურვის ცერემონიასსასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42