იუნა შაფათავა კესარიას საჯაროდ ბოდიშს უხდის – "ეს იყო იაფასიანი პორნოგრაფია"
საზოგადოება - 00:07, 31 Jan, 2015     20384

სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან ერთად“ კესარია აბრამიძე და იუნა შაფათავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება პირად შეურაცხყოფამდე მივიდა. გადაცემის შემდეგ ინტერნეტმომხმარებელი ამ ორი ადამიანის ფოტოების შეერთებით და მათი შედარებით გაერთო.
ჩვენ კესარია აბრამიძეს და იუნა შაფათავას დავუკავშირდით და კონფლიქტის მიზეზები გამოვკითხეთ.

კესარია აბრამიძე:

– არ მინდოდა კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, მაგრამ შევეცდებით მოკლედ მაინც აგიხსნათ კონფლიქტის მიზეზი. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხდო ადამიანებს, რომლებიც „ფეისბუქზე“ პირადში მწერენ და სიყვარულს გამოხატავენ ჩემ მიმართ, სოლიდარობას მიცხადებენ. რაც შეეხება იუნას, მისი მხრიდან აგრესია და ვითომ ქართველობის დაცვა, უბრალოდ სასაცილოა. მისი განცხადებები იუნას ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. ქართველობას რომ იცავ, თვითონ უნდა იყო ტრადიციული ქალი. ტრადიციები არაფერშუაშია. მისი აგრესია ძველ ამბავს უკავშირდება. იუნა შოთიკო კალანდაძის ფილმის გადაღებიდან მოდის. შოთიკოსთან ჩემ ჩასაწერად მოვიდა „კურიერის“ ჟურნალისტი, მარი. იქ იყო იუნაც. სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი. ათი წუთის განმავლობაში ვიკონტაქტეთ მხოლოდ. სასაცილოა მისი მხრიდან ის განცხადება, რომ ვითომ მას სექსი შევთავააზე და კომპლიმენტები ვუთხარი. შეგიძლიათ შოთიკოსაც დაურეკოთ და დაგიდასტურებთ. იუნა გაბრაზდა იმის გამო, რომ ჟურნალისტმა ინტერვიუ მთხოვა მე და არა მას. მას მერე რაც კომენტარი თავადაც მოითხოვა, ჟურნალისტმა ის გამორთული კამერის წინ ჩაწერა. როცა სიუჟეტი ეთერში გავიდა და იუნამ იქ საკუთარი თავი ვერ ნახა, გაგიჟდა. აქედან მოდის სწორედ მისი აგრესია.

– თუმცა, აღიარე, რომ შეურაცყოფა შენც მიაყენე იუნას გია ჯაჯანიძის შოუში.

– პირველად თვითონ დამესხა თავს. მე უბრალოდ პასუხი გავეცი. მან მე პირადად მომაყენა შეურაცხყოფა და ამით ყველა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი შეურაცხყო. იურისტებმაც ნახეს ეს გადაცემა და ყველა აღიარებს, რომ იქ არის ჰომოფობიური განცხადებები, ირღვევა ჩემი უფლებები. იქ არც გამიგია, დათო ქაცარავას ჩაულაპარაკია ძალიან ცუდი ფრაზა.

– მე გავიგონე, ახლა ეს იცემება, როგორც კაციო.

– მე შემიძლია სამართლებრივად მოვითხოვო ამ ყველაფერზე პასუხი. ეს ჩვეულებრივი მუქარაა. მოვიცლი ამ ყველეფრისთვის და მივმართავ სასამართლოს, აუცილებლად მოვითხოვ ამაზე პასუხს.

– დღესაც არ ნანობ იმას, რაც იუნას უთხარი?

– დასაბანი თავი რომ ჰქონდა? იმისთვის არ მითქვამს, რომ გული მეტკინა მისთვის, მართლა დასაბანი თავი ჰქონდა.

იუნა შაფათავა:

– ბევრი რამ გადაცემიდან ამოიჭრა, თქვენ ჟურნალისტი ხართ და იცით, რას ნიშნავს, კონტექსტიდან ამოღებული ფრაზები. საქმე იმაშია, რომ მე ამ ადამიანების უფლებებს ვიცავ. უბრალოდ მოულოდნელი იყო ეს გამოხტომა ჩემთვის.

– კესარია ამბობს, რომ თქვენ პირველი დაესხით თავს.

– თავდასხმა სად იყო.

– კესარია ამობობს, რომ შეურაცხყოფილია ორიენტაციის გამო.

– ბოდიშს მოვიხდი საჯაროდ. სამწუხაროდ ქართული კანონმდებლობა, მხოლოდ უმცირესობის უფლელებს იცავს და უმრავლესობა კნინდება. თითქოს სამარცხვინოა, იყო ნატურალი. იურისტი ვარ, უამრავი იურისტი მეგობარი მყავს. გპირდებით, კესარია აბრამიძე აუცილებლად მოიხდის საჯაროდ ბოდიშს ჩემი შეურაცხყოფისთვის… ახლა ერთი ამერიკული ფილმი მახსენდება, – „the hot chick“, გოგონა რომ საყურეს იკეთებს, კაცად იქცევა და ვიღაც ხულიგანი კაცი გოგონა ხდება, კაცს რომ გაუხარდება, ქალის ტანი რომ აქვს და სტრიპტიზ კლუბში ფულს აკეთებს. იქ არის ფრაზა, რა გჭირს, ტანი ვითხოვე და ფული გამაკეთებინე. მხოლოდ ეს მომენტი მახსენდება მაგ ადამიანის ხსენებაზე.

– მგონი ისევ აგრძელებთ შეურაცხყოფას.

– არ ვაგრძელებ, პირიქით, მე უმცირესობების უფლებებს ვიცავ. არ მიკვირს არც ბისექსუალი, არც პტრანსგენდერი, არც ბიგენდერი, უბრალოდ, როცა პრეტენზია გაქვს ნატურალურ ქალს შეედარო, ნუ დაგავიწყდება, რა ცხოვრებით ცხოვრობ და ცოტა უფრო მორიდებულად მოიქეცი. მე ვწერ, ვმღერი, ტელეწამყვანი ვარ, მსახიობი,მაგას მხოლოდ იმიტომ აძლევენ შემოთავაზებებს, რომ ტენდენციაა ასეთი მსოფლიოში, უნდა დაიცვან უმცირესობის უფლებები. რატომ მოიგო „ევროვიზია“ კონჩიტამ? იმიტომ რომ უმცირესობების უფლებებს იცავენ. კი ბატონო, დავიცვათ უმცირესობების უფლებები, მაგრამ არც უმრავლესობის უფლებები უნდა დაგვავიწყდეს. ძალიან დიდ პარტივს ვცემ მიქელ ანჯელოს, ლეონარდო და ვინჩს, იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ბისექსუალები, მაგრამ ნიჭიერები. სამწუხაროდ ამ ადამიანს არაფრის ნიჭი არ აქვს. გადავხედე მის მასალებს და ვერაფერი ღირებული ვერ აღმოვაჩინე.

– ახლახან ითამაშა სერიალში „ფსიქოპატთა თამაშები“.

– ვნახე ეგ სერია. ოთარ შამათავას, როგორც რეჟისორს პატივს ვცემ, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცამ თქვას, რომ უმცირესობას მხარს უჭერ, მსახიობი არ უნდა შეარჩიო. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ნიჭიერი უმცირესობის წარმომადგენელი გვყავს საქართველოში. მიკვირს, რომ ისინი არ ჩანან. ხელოვნების პროფანაციაა იაფასიანი რეიტინგის დაწერა ასეთი მეთოდებით.

– ეს ალბათ უკვე რეჟისორის პრეროგატივაა…

– კი, მაგარამ რეალურად ჩვენი კულტურა ზარალდება. ჯერ ერთი ფილმიც საშუალო ხარისხის არის და ამ მომენტებზეც, სადაც კესარია თამაშობს, კარგს ვერაფერს ვიტყვი.

– არ მოგეწონათ კესარიასა და ჯეჯი სხირტლაძის ეროტიული სცენები?

– მე მანდ ეროტიკა ვერ დავინახე. ეს იაფასიანი პორნოგრაფია იყო.


წყარო primetimenews.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42