რეზო ამაშუკელი "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს და ამასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს:
"ამაზრზენი იყო ის საქციელი რაც მე დავინახე ამ ახალგაზრდა კაცში... ასე არ უნდა იწყებდეს მოღვაწეობას.
ინკუბატორი გაქვთ სახლში? ყველა პოლიტიკოსები უნდა იყოთ? გაგახსენებთ „კარალევა მარგოსაც“, რომელიც მაგარ სიურპრიზებს გიმზადებთ და ამის ლოკონებსაც გაგახსენებთ, ეს რომ დაგილაგებთ პარტიას თავის ლოკონებით, მაშინ დამირეკეთ...“
შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ნათესავებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობდა, მაგრამ ის უკვე აღმოფხვრილია.
"თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ამ კუთხით პრობლემები არსებობდა. ეს პრობლემები ამ ეტაპზე აღმოფხვრილი და მოგვარებულია", - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






