დავით ქაცარავას მეუღლის, სოფო ხაჭაპურიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას შემოსავლების სამსახური გამოეხმაურა.
როგორც სოფო განცხადებაში განმარტავს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელმა ჯერ ქუჩა დაანაგვიანა, მერე კი შენიშვნის გამო მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ანთებული სიგარეტი მანქანაში შეუგდო. სოფოს პირად გვერდზე გამოქვეყნებული ეს განცხადება, რომელსაც მანქანის ფოტოც ერთვოდა „ნიუპოსტმა“ საჯარო გახადა. მომხდარის დეტალებზე „ნიუპოსტი“ შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა. მიუხედავად იმისა, რომ სოფო ხაჭაპურიძე ამტკიცებს, რომ ,,ნიშანი ეკეთათ და ფორმები ეცვათ საგადასახადოსი" და მისი თქმით, რომ ნახოს იცნობს კიდეც, შემოსავლების სამსახური უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნული მანქანა არ არის მათთან რეგისტრირებული.
თამუნა ანდრიაძე, შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართვერლოს უფროსი: „თქვენ გიდევთ სოფო ხაჭაპურიძის ინფორმაცია, მე კი მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ნომრით და სერიით მანქანა შემოსავლების სამსახურის ბალანსზე არ ირიცხება. საინტერესოა როგორ ადასტურებს ინფორმაციას, როცა ამბობს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელმაო, მაშინ როდესაც მანქანა, რომლის ფოტოც გამოაქვეყნა ჩვენთან არ არის რეგისტრირებული?

მასალის გამოყენების პირობები






