სპეციალური განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა. ასევე ცნობილი გახდა, რომ წელს, სავარაუდოდ, ეკონომიკის ზრდის პროგნოზი არ გამართლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის 5 პროცენტიანი მაჩვენებელი შემცირდება, რაც შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს.
ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე "ნიუპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის დღევანდელი მდგომარეობა მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორი მმართველობის შედეგია.
პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ლარის კურისი შესანარჩუნებლად მთავრობა მხოლოდ ეროვნული ბანკის რეზერვების იმედზე არ უნდა იყოს
„ისევ გაურკვევლობაში ვართ ყველანი და მთავარი საკითხად ჩარევა არ ჩარევის თემა რჩება ,რაც მიუღებელია. არ შეიძლება ეროვნული ბანკი წყვეტდეს როგორ იქნება ეს. ბევრად უკეთესი და სწორი მოდელი საქართველოსთვის იქნებოდა მიიღონ მყარი გაცვლითი კურსი და სხვა არანაირი ბერკეტები არ არსებობდეს მანიპულირებისთვის. ეს ავტომატურად დისციპლინაში მოიყვანს მთავრობასაც, ხარჯვით ნაწილსაც ქვეყანასაც და დაგეგმვასაც“
შეშელიძე ქადაგიძის განცხადებას ეკონომიკური ზრდის 5 %-იანი მაჩვენებლის შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროცენტი უნდა იყოს ორიენტირებული ზრდაზე და არა შემცირებაზე.
„ვინც თვლის, რომ უნდა შემცირდეს პროგნოზი, ამავდროულად ამბობს, რომ უნდა დარჩეს ის პოლიტიკა რაც არის, იგივე კადრები და იგივე ხალხმა მიიღოს ხელფასი, რაც აბსოლუტურად დაუმსახურებელი და არასწორია. ეკონომიკური ზრდის პროცენტი უნდა იყოს ორიენტირებული ზრდაზე და არა შემცირებაზე, ამ ადამიანებს ვისაც მეტის თავი არა აქვს არაფერი ესაქმებათ მაგ საქმეში. ყველა, ვინც ასე თვლის უბრალოდ უნდა დაითხოვო და მოიწვიო ისინი, ვინც თვლიან, რომ ცვლილები უნდა განხორცილდეს ზრდის მისაღწევად“-აღნიშნავს შეშელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






