„სხვა რაკურსით“ გამოწვეულ ია ფარულავას გაღიზიანებას და სიტყვებს: „როგორ შეიძლება ასე რესპონდენტის გაშიშვლება“, - გია ჯაჯანიძე „ნიუპოსტის“ საშუალებით ეხმაურება.
გია ჯაჯანიძე: ჯერ ერთი, ია მიყვარს ძალიან და მაგრად გამიკვირდა, მისი ამგვარი კომენტარი. ია არის პროფესიონალი, და როგორ ვერ განსაზღვრა, რომ ამას თუ გიას არ შევუთანხმებდი და არ დაველაპარაკებოდი, არანაირად ისე არ გავაკეთებდი.
იას დამოკიდებულება ის რომ, მე ადამიანი გავაშიშვლე, - მიკვირს და ვფიქრობ, რომ ეს მოეჩვენა. ადამიანმა ილაპარაკა და იქცეოდა ისე, როგორც მას უნდოდა, ჩემი დამოკიდებულება ჩანდა კადრში, მე მასთან ერთად ვნერვიულობდი, მასთან ერთად ვხარობდი და მასთან ერთად ვცეკვავდი...
შეიძლება ია უბრალოდ ცუდ ხასიათზე იყო, შეიძლება დამოკიდებულება გაუჩნდა ასეთი, ვერ ვიტყვი. მე პირველად, ჩემს ცხოვრებაში მიჭირს კომენტარის გაკეთება იქედან გამომდინარე რომ იააა. ეს რომ არ იყოს ია ფარულავა, ავუხსნიდი, მაგრამ იას რა ავუხსნა?
ის თუ ტელევიზია რატომ არის და რატომ მოდის ადამიანი და ყვება თავის გულისნადებს და... იას ეს გაუკვირდა?
-აქცენტი კამერაზე ჰქონდა იას, როცა სურამელაშვილი გეკითხებათ კამერა ჩართული ხომ არ არისო, თქვენ პასუხობთ გამორთულიაო
-მერე გიას მე ეს ვუთხარი, მან ყველაფერი გაიგო და ბოლოს სწორედ გიასთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ გავუშვებდით ეთერში. ამიტომ ჩემთან რომ გაერკვია კარგი იქნებოდა. თუ იას გული ასე ეტკინა ეკითხა ჩემთვის. მე მივიღებდი იას შენისვნას და ავუხსნიდი. იას დაწერილს ახლა აიტაცებენ და კიდევ ერთი საკანდალი გორდება ალბათ. არადა ისევ ვამბობ, როდესაც დამთავრდა ეს ყველაფერი, გიას პროდიუსერსაც, გიასაც ვუთხარი ასე მოხდა, ასე იყო და წინააღმდეგი ხომ არ იქნები რომ გავუშვა-მეთქი. არაო მითხრა, არ არის პრობლემაო. ანუ ყველაფერი არის მორალურად, იურიდიულად, ადამიანურად და პროფესიონალურად არის წესრიგში.


მასალის გამოყენების პირობები






