კომპანია მზად არის დახარჯული თანხის სანაცვლოდ „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე უარი თქვას
საზოგადოება - 16:23, 30 Jan, 2015     1811
„ტიფლის ბიზნეს ჯუფი“ მზად არის დახარჯული თანხის სანაცვლოდ „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე უარი თქვას. ამის შესახებ განცხადება „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა გიორგი ზაქაიძემ და ნიკოლოზ ფორჩხიძემ გააკეთეს.

„მერიამ უაზრო მიზეზების გამო მშენებლობა შეგვიფერხა. პარალელურად კი ვაზისუბანში თუ ვარკეთილის ბოლოში ალტერნატიულ მიწის ნაკვეთს გვთავაზობს. ჩვენი კომპანია ადრეულ პრეიოდშიც მოხვედრილა ასეთ სიტუაციაში და რამდენიმე მიწის ნაკვეთიც გვაქვს ნაჩუქარი სახელმწიფოსთვის, ვშიშობთ, რომ არ მოგვივიდეს იგივე ახლა და არ გვაიძულონ ვაჩუქიოთ ეს ნაკვეთი სახელმწიფოს, რომელიც შეძენეილი გვაქვს 3 მლნ აშშ დოლარად და 7 მლნ-ის მოგებას ვვარაუდობთ, არ გადაგვაცვლევინონ რომელიმე მიწაში ან ავტოფარეხში ქალაქ გარეთ. არავის არ აქვს უფლება ხელი შეგვიშალოს ან გაგვიუქმოს კანონიერი ნებართვა. მიწის ღირებულება შედგებოდა, სამშენებლო ნებართვის ერთობლიობით. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვიმსჯელეთ და მივმართავთ ქალაქის მერს, თუ 22 მილიონის ინვესტიცია, რომელსაც ვდებთ ჩვენს მიწაში, არ წარმოადგენს იმ საზოგადოების ნაწილს, რომელსაც ყველა ერთად ვქმნით და წარმოადგენს ის გაურკვეველი ადამინები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კერძო საკუთრების წართმევა შეიძლება და იქ ჩვენი თანხმობის გარეშე გადაკეთდეს ეს ადგილი ტყედ ან პარკად და უნდათ შეგვიშალონ ხელი მაშინ კი ბატონო ჩვენ მზად ვართ, მიწის ნაკვეთი იმ თანხაში მივყიდოთ, რომელშიც შევიძინეთ, ეს იყო 3 მილიონი აშშ დოლარი, პლუს მილიონი დოლარი, რომელიც პირდაპირი ხარჯი გვქონდა ამ ერთი წილის განმავლობაში, იმიტომ რომ მშენებლობას ვერ ვაწარმოებდით. ამას დამატებული ის მინიმალური მოგება, რომელიც შეიძლება მიგვეღო მინიმუმ ერთი წლის მანძილზე, რადგანაც დაკონტრაქტებული გვაქვს მისი გადაცემა უცხოელ ოპერატორზე რაც შეადგენს მთლიანობაში 11 მლნ აშშ დოლარს”, – აცხადებს ზაქაიძე.

მისი თქმით, კომპანია მის პარტნიორებთან ერთად იქ გააგრძელებს საქმიანობას, სადაც კერძო საკუთრება დაცულია.

„გადაგვიხადოს მერიამ ეს თახნა და შემდეგ უნდათ ქალაქს აჩუქონ ეს ტერიტორია, უნდათ პარტიზანებს. იყოს სიბინძურე და უბედურება რაც იყო, მათი გადასაწყვეტია. ჩვენ იქ გავაგრძელებთ მშენებლობას, სადაც კერძო საკუთრება იქნება დაცული და მაგალითისთვის მინდა წარმოგიდგინოთ. ლონდონში, „რეჯენსპარკში“ მიმდინარე მშენებლობა, სადაც შუაგულ პარკში, იქ სადაც იყო სათბურები შენდება კომპლექსი, რომელსაც ჩვენი პარტნიორები ახორციელებენ. ეს არის ქვეყანა, სადაც დაცულია კერძო საკუთრება და მშენებლობა მიმდინარეობს შუა გულ პარკში, ჩვენ კი, არა ვაკის პარკში, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაშენებდით ამ სასტუმროს. ადგილზე რომელიც კერძო საკუთრებაშია 30 წელა“, - აცხადებს ზაქაიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42