პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პროგნოზის შემცირებაზე საუბარი ნაადრევია.
ამის შესახებ ებანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ იმ სამუშაობის გატარებაზე უნდა იმსჯელოს, რაც ინვესტიციების გაზრდისთვისაა საჭირო. როგორც ებანოიძე ამბობს, ექსპორტის გარკვეულ შემცირებას აქვს ადგილი, რაც უკრაინაში და რუსეთში მიმდინარე მოვლენებით არის გამოწვეული.
„ამის გადაფარვა ინვესტიციების ზრდის ხარჯზე უნდა მოხდეს. რეზერვები იმისთვის გვაქვს, რომ აღნიშნული მაჩვენებლის შენარჩუნებაზე ვიფიქროთ. მოცემულ მომენტამდე კურსის ცვლილებას ფასებზე გავლენა არ ჰქონია. ამ მიმართულებით ღონისძიებები უნდა გატარდეს და ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, - განაცხადა ებანოიძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, შემცირების მიმართულებით ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა აუცილებელია.
მასალის გამოყენების პირობები






