ციტრუსის სეზონი დასრულდა- ექსპორტზე 22 118 ტონა მანდარინი გავიდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:42, 30 Jan, 2015     1468
31 იანვარს სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიება სრულდება. დღეის მონაცემებით ფერმერებმა ჯამში 10 345 ტონა სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინი ჩააბარეს. პროგრამაში მონაწილეობის შედეგად, ბენეფიციარებმა მიიღეს 2 127 000 ლარის შემოსავალი, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხამ 1 035 000 ლარი შეადგინა.
ბათუმში გამართულ შეხვედრაზე სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის შედეგები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტმა ზაურ ფუტკარაძემ შეაჯამეს.

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება 2014 წლის 24 ნოემბრიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში, კომპანიებმა, რომლებმაც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინი არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდია მიიღეს.
სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ პროგრამაში ჩართული იყო ოთხი კომპანია: „Georgian Industrial Asset Management Group“, „TCF GEORGIA“, „GEO-FLOWER“ და „ჯეო-კონცენტრატი“.

კომპანიებს სახელმწიფო სუბსიდიის გარდა საშუალება ჰქონდათ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აეღოთ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. 30 იანვრის მონაცემებით 5 საწარმოზე დამტკიცებულია 1 მილიონ 525 ათასი ლარი.
ქარხნებთან რიგის დარეგულირებისა და მანდარინის ჩაბარების პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. პროგრამის მიმდინარეობისას საკოორდინაციო შტაბმა შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, სადაც თავი მოიყარა აჭარის, გურიის და სამეგრელოს რაიონების სოფლებიდან გაყიდული მანდარინის მონაცემებმა, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე ექსპორტზე. შტაბის მიერ განისაზღვრა ექსპორტიორთა მონაცემები, მოხდა მათი რეგისტრაცია და შეიქმნა ექსპორტიორთა ახალი მონაცემთა ბაზა.

დარეგისტრირდა 82 გადამზიდავი კომპანია, რომელსაც 367 სახმელეთო ტრასპორტი ყავს. ამ კომპანიებმა მზადყოფნა გამოთქვეს მანდარინი გადაეზიდათ 10-ზე მეტ ქვეყანაში. პარალელურად საზღვაო სატრანსპორტო კომპანიის დახმარებით შემუშავდა წინასწარი გრაფიკები, რამაც გაამარტივა მანდარინის ექსპორტზე გატანის პროცესი. საკოორდინაციო შტაბმა სამივე რეგიონში აღრიცხა პავილიონების რაოდენობა. მთლიანობაში აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში 39 პავილიონს თავიდან ჩაუტარდა პასპორტიზაცია. ამ ინფორმაციის ერთიან ბაზაში თავმოყრა, როგორც მანდარინის ჩამბარებლებს, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომავალ წელს უფრო გაუმარტივებს მანდარინის მიღების, დაბინავების და რეალიზაციის პროცესს.
მიმდინარე სეზონზე ჯამში 22 118 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42