ლარის გაუფასურების გამო ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:24, 30 Jan, 2015     2782
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იწყებს. ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გააკეთა.


მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურებამ უკვე მიაღწია იმ ზღვარს, რომ ინფლაციური მოლოდინი შესაძლოა, ფასების ზრდაში გადაიზარდოს.

როგორც მან აღნიშნა, კურსის ვარდნით ყველაზე მეტად ზარალდებიან მოქალაქეები, რომლებსაც ვალდებულებები აქვთ აშშ დოლარში. ლარის გაუფასურება მათ მდგომარეობას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციას გააუარესებს.

აქედან გამომდინარე, ქადაგიძის განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს. მისი თქმით, ეს პროცესი მომდევნო კვირიდან დაიწყება და ბანკი მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს თანმიმდევრულად, ეტაპობრივად და იმ მოცულობით გამოიყენებს, რაც საჭირო იქნება ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული გადაცემის მექანიზმების ყველა ინსტურმენტს. ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, ეტაპობრივი და იმ მოცულობის,დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფლად.
მთავრობასთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება რომ ფისკალური ხარჯები იქნება ან დაბალანსებული ან პროფიციტული.“- განაცხადა ქადაგიძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42