"ჩემი ცოლის დაქალების" სეზონის ბოლო სერიაში მაყურებლისთვის საყვარელი პერსონაჟი, კატო დაბრუნდა, რომელსაც მსახიობი ლელა მებურიშვილი ასახიერებს. როგორ განვითარდება მისი გმირის ცხოვრება სერიალში მ თემაზე ლელა მებურიშვილი ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა.
როგორც მებურიშვილმა განაცხადა, სერიალში დაბრუნების შესახებ ბოლო წუთას გაიგო.
„შემატყობინეს. სეზონის ბოლო სერიაში გადაწყვიტეს, კატო დაბრუნებულიყო და მეც დავთანხმდი. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რადგან ამ გუნდთან ერთად მუშაობა ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა ძველთან მიბრუნებას სიახლეები მირჩევნია ხოლმე, ამიტომ პავილიონში ყოველ მისვლაზე ვკითხულობ, ახლა რა იქნება. მინდა ეს მაყურებლისთვისაც სიახლე იყოს და არ მობეზრდეს. როცა სერიალი დავტოვე, ამაში დადებითსაც ვხედავდი, რადგან მაყურებელს თავი არ შევაწყინე. მინდა, კატომ სერიალი გაახალისოს, ახალი ფერები შესძინოს და ისეთი არ იყოს, როგორიც ადრე. ვნერვიულობ და იმედია, მაყურებელი ძალიან მკაცრი არ იქნება“, - ამბობს მებურიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






