დღეის მონაცემებით „საქართველოს ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.1 ლარადაა შესაძლებელი, „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარი - 2.1 ლარი ღირს, „ლიბერთი ბანკში“ - 2.08 ლარი, „ვითიბი ბანკში“ - 2.09 ლარი.
ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 აშშ დოლარს 2.02 ლარის ფარგლებში ყიდულობენ, ხოლო 2.04-2.06 ლარად ყიდიან.
ეროვნული ბანკის მიერ 29 იანვრისთვის დადგენილი ოფიციალური კურსი 1 აშშ დოლარი/2.0311 ლარი იყო.
ყოფილი პრემიერის თქმით, ლარის კურსი საზოგადოებას არავითარ ტვირთად არ აწევს. ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის განცხადებით კი ლარის კურსთან დაკავშირებით "განსაკუთრებული არაფერი ხდება" და მსოფლიოში დოლართან მიმართებაში სხვა ვალუტები უფრო მეტად გაუფასურდა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ფინანსთა მინისტრი კი თავის მხრივ ირწმუნება, რომ ბიუჯეტს ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია.
მასალის გამოყენების პირობები






