„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში ხევებს და ფერდობებს ასუფთავებს
საზოგადოება - 15:04, 29 Jan, 2015     1244
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით ხევებს და ფერდობებს ასუფთავებს. ზემო ვეძისის დასახლებაში დასუფთავების სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია გაეცნო.

დასუფთავდა და ნარჩენებისგან მთლიანად გაიწმინდა დასახლებაში მდებარე სასაფლაოს მიმდებარე ფერდობი და ხევი. სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდაზე „თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკა, მთამსვლელები და ორმოცდაათი სპეც-თანამშრომელი მუშაობდა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დანაგვიანებული ტერიტორიებიდან და ყველა სამშენებლო ნარჩენი გლდანში, შემოვლითი გზის მიმდებარედ განთავსდება. თბილისის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან კანონი და სამშენებლო ნარჩენი განათავსონ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე.

„გარდა ამისა, მოვუწოდებ ყველას, ნუ ენდობიან ცალკეულ ინდივიდუალურ პირებს, რომლებმაც შემოღობეს ტერიტორიები და ცდილობენ თვითნებურად დაადგინონ გარკვეული მოსაკრებელი და მისცენ ადამიანებს იქ სამშენებლო ნარჩენის განთავსების უფლება. ერთადერთი უწყება, რომელსაც თბილისში სამშენებლო ნარჩენის განთავსებაზე თანხმობის გაცემა შეუძლია, ეს არის „თბილსერვის ჯგუფი“. ყველა სხვა შემთხვევა არის უკანონო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ზემო ვეძისის დასახლებაში არსებული სასაფლაოს მიმდებარე ფერდობისა და ხევის გარდა, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა თბილისის ზღვაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორია და მის გარშემო ფერდობები, ასევე ვერეს ხეობა.

დედაქალაქში არსებული ფერდობების, ხევების და სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და მათზე კონტროლის გამკაცრება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შპს „თბილსერვისჯგუფს“ 21 იანვრის მთავრობის სხდომაზე დაავალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42