ოჯახში ძალადობის თემაზე პროკურორების ინტენსიური გადამზადება დაიწყო
საზოგადოება - 15:00, 29 Jan, 2015     1251
ოჯახში ძალადობის საქმეებზე ეფექტიანი სამართლებრივი დევნის განხორციელების თემაზე პროკურორების ინტენსიური გადამზადება დაიწყო. საქართველოს პროკურატურა სასწავლო აქტივობებს გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ მხარდაჭერით ახორციელებს.

პირველ ეტაპზე ინტენსიურ პროფესიულ მომზადებას პროკურატურის სისტემიდან პოტენციური ტრენერები გაივლიან. სასწავლო პროცესს მოწვეული ბრიტანელი ექსპერტი ფრანჩესკა დელ მეზე უძღვება. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება სისხლის სამართლებრივი დევნის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: დაზარალებულის დაკითხვა და მასთან კომუნიკაცია; მტკიცებულებათა მოპოვება და შეფასება. აქცენტი გაკეთდება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკაზე. განიხილება სამართლებრივი ჩარჩო ქალთა უფლებების, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ.

ტრენინგებს წინ უძღვოდა პროკურორების გამოკითხვა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა და გამოვლინდა ამ მიმართულებით არსებული სუსტი და ძლიერი მხარეები, ძირითადი სამუშაო მიმართულებები.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროკურორების სათანადო პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო აქტივობები მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი და შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სპეციალიზაციით მომუშავე ყველა პროკურორი გადამზადდება. დაგეგმილ ტრენინგებზე თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასთან ერთად, არსებული პრაქტიკა და აქტუალური საკითხები განიხილება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42