“Compagnie de Vichy” საპარტნიორო ფონდის პროექტით დაინტერესდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:03, 29 Jan, 2015     1502

ფრანგული კომპანია “Compagnie de Vichy” საპარტნიორო ფონდში მომზადებული წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების პროექტით დაინტერესდა.

პირველი სამუშაო შეხვედრა ფონდში “Compagnie de Vichy” - ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჟან-ლუკ სუარესმა გამართა. საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ფრანგული კომპანიის წარმომადგენელს წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების კონცეფცია და პროექტის დეტალები გააცნო.

ჟან-ლუკ სუარესმა საპარტნიორო ფონდს საკურორტო ზონის განვითარების პროცესში მისი კომპანიის გამოცდილების გაზიარება და თანადგომა შესთავაზა. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების კონცეფცია საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Kohl & Partner-თან ერთად შეიმუშავა.

პროექტის თანახმად, წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაცია ორფაზიანია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. იგი რამდენიმე წელი გაგრძელდება და მოიცავს თერმული აბანოების აღდგენას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასტუმროების რეაბილიტაციას, თანამედროვე ტექნიკით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასტუმროების აშენებას, სამედიცინო და სპა ტურიზმის განვითარებას, საბავშვო გასართობი ცენტრების და წყლის ატრაქციონების აშენებას, რესტორნების განვითარებას, გოლფის სათამაშო მოედნის მოწყობას, სავაჭრო ცენტრების გახსნას და ტროპიკული ბაღების გაშენებას.

1862 წელს დაარსებული ”Compagnie de Vichy” წარმოადგენს ფრანგულს კომპანიას, რომელიც ევროპაში ცნობილი სპა და თერმული კურორტების მართვასა და ოპერირებას ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42