ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:52, 28 Jan, 2015     1751

Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2015-ის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 0.4 პუნქტით გაუმჯობესდა წინა წელთან შედარებით და 73.0 ქულა შეადგინა. საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის კვლავ 22-ე პოზიციაზეა „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. 2014 წელს, საქართველო 22-ე ადგილს იკავებდა 72.6 ქულით.

2015 წლის შეფასებით, საქართველო, ევროპის რეგიონში 43 ქვეყანას შორის 1 ადგილით დაწინაურდა და მე-11 ადგილს იკავებს.

საქართველოს რეიტინგი ინდექსის 10-დან 7 კომპონენტშია გაუმჯობესებული, ხოლო 4 კომპონენტში გაუმჯობესდა როგორც სარეიტინგო ქულა, ასევე პოზიციები.

საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია შემდეგ 7 კომპონენტში: კორუფციისგან თავისუფლება, ფისკალური თავისუფლება, მთავრობის დანახარჯები, ბიზნესის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება და ფინანსური თავისუფლება.

საქართველოს ქულები (ისევე როგორც რეიტინგი) გაუმჯობესებულია შემდეგ 4 კომპონენტში: კორუფციისგან თავისუფლება, მთავრობის დანახარჯები, ბიზნესის თავისუფლება და მონეტარული თავისუფლება.

კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა მხოლოდ 1 კომპონენტში - შრომის თავისუფლება 11.3 ქულით შემცირდა და მე-5-დან 24-ე ადგილზე გადაინაცვლა (79.9 ქულა).

მიუხედავად იმისა, რომ „ფისკალური თავისუფლების“ კომპონენტში საქართველოს სარეიტინგო ქულა 0.1-ით შემცირდა, სარეიტინგო ადგილი 5 პოზიციით გაუმჯობესდა და 34-ე ადგილი დაიკავა 87.2 ქულით.

Heritage Foundation-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქულები უცვლელი დარჩა, საქართველოს რეიტინგი 2 კომპონენტში - ვაჭრობის თავისუფლება და ფინანსური თავისუფლება - გაუმჯობესდა.

2015 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო ვაჭრობის თვისუფლების კომპონენტში, 178 ქვეყანას შორის პირველ ათეულშია და მე-7 ადგილს იკავებს.

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს სარეიტინგო ქულა 2.6-ით გაუმჯობესდა, ხოლო ინდექსის 5 კომპონენტში - კორუფციისგან თავისუფლება, სამთავრობო ხარჯების კონტროლი, ბიზნესის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება და საინვესტიციო თავისუფლება საქართველოს მდგომარეობა სტაბილურად უმჯობესდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42