"მძიმე კაცის" მიძღვნა ეკა ყუშიტაშვილს
X MEN - ეს „მძიმე კაცის“ წამყვანის დავით კოვზირიძის ჩანაწერია, რომელიც მან 2009 წელს გამოაქვეყნა. თუმცა წაკითხვისთანავე ნახავთ რომ თემა აქტუალობას ნამდვილად არ კარგავს. აღნიშნული ჩანაწერი კოვზირიძემ სულ ახლახანს გამოაქვეყნა და ის უკვე საკმაოდ პოპულარილ ეკა ყუშიტაშვილს მიუძღვნა.
„ჩემმა შორეულმა ნაცნობმა, სხვათა შორის გოგომ, თავისი ერთადერთი საცხოვრებელი, ოთახნახევრიანი ბინა გაყიდა და «იქსპიატი» იყიდა. ოთახის ფული უშუალოდ მანქანაში დაიხარჯა, დარჩენილი ნახევრის კი, რასაკვირველია, ნომერში. დღეს ნაქირავებში ცხოვრობს, არ მუშაობს, ალბათ ბენზინის პრობლემაც აქვს, მაგრამ რა მოსატანია ეს დეტალები მაშინ, როცა ეზოში ტრადიციული ქართული შეფერილობის «იქსპიატი» გელოდება, როცა შარდენზე ღირსეულად მიხვალ და მედიდურად წამოხვალ.
«იქსპიატის», ანუ წმინდა ქართული მას-ოცნების ფენომენი მოულოდნელად არ შემოჭრილა ჩვენს ცხოვრებაში, მას დიდი ისტორია აქვს და ოთხმოცდაათიანებში იწყება; იწყება «ძევიტით», მხედრიონელთა სპეც-ტრანსპორტით.
რა იყო მაშინდელი «ძევიტი», თუ მას ოპიუმისგან დადარდიანებული და «რეიბანს» ამოფარებული აგრესიული რაინდები თვლემა-თვლემით არ ატარებდნენ, ძალიან ნელა, ან ძალიან სწრაფად; თუ რაინდი მარცხენა ხელით წვივებს და ცხვირს არ იფხანდა, სიგარეტით და წვენით დატვირთული მარჯვენა კი საჭეზე არ ედო ანაზდად; თუ ფანჯრებიდან ავტომატის ლულები და ხანდახან ფეხები არ იყო გადმოფენილი; თუ თუფაქში გადაზელილი ბოზიშვილივიყო ალილუიასავით არ ისმოდა, და თუ მანქანას გარედან ერთი-ორი ნატყვიარი არ ემჩნეოდა. მაშინ «ძევიტებს» კაკაოსფერი «შესტები» დასდევდნენ, მაგრამ პროფესორ-რეჟისორის ხელმოწერილი ფურცლები ამ დევნას ფიქციად აქცევდა.
მერე ისევ «ძევიტი» იყო, ოღონდ ტრაკიანი. თვლემა ცოტა საშიში გახდა, რადგან იმ ფურცლებმა ძალა დაკარგა და კაკაოსფერი «შესტებიც» გააქტიურდნენ. ნელ-ნელა გაქრა ნატყვიარები და ლულები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ფეხები. თუფაქი ბარი უაიტმა შეცვალა, «პულია» და რამე. რახან თვლემის ამბავი გამკაცრდა, ტრაკიანში ნაშები მომრავლდნენ, უფრო კაკაოსფერთა ყურადღების ასარიდებლად.
აი, აქ მთავრდება ქართული მას-ოცნების საბჭოთა ეპოქა და იწყება გერმანული ეპოპეა, რომელსაც მერე და მერე ამერიკულ-იაპონური კონკურენცია შეავიწროვებს, თუმცა მანამდე ჯერ შორია, მანამდე კიდევ საფეხურებია გასავლელი.
პირველი შოკი, ისტერია და მანქანა-კივილი იყო «შისოტი», «შისოტკა», «შესოტი», «შესტისოტი», როგორც გენებოთ - ყველგან მავალი, ყველაფერზე მეტყველი, ყველაფრის მკადრებელი სოლიდური ვეშაპი, რომელშიც ძირითადად ისინი შესახლდნენ, ვინც კაკაოსფრების არმიას ხელმძღვანელობდა და ვინც ნაღვლიანი «ძევიტელების» განადგურება-ემიგრაციას შეუწყო ხელი. «შისოტის» გასიებული მხედრები მალე ღაბაბზე ჰალსტუხს ძლივს შემოიწვდენენ, სახიდან ზეთისდენა მოიმატებს, ბარის მიშა შუფუტინსკი შეცვლის, შირმა-ნაშებს კი სამშობლოში დაბრუნებული, თურქეთის მაგისტრატურის წარმატებული კურსდამთავრებული, კუთხური აქცენტის მქონე და უარის თითქმის არაფერზე მთქმელი პუტანკები, რომელთა მორალი მხოლოდ ორალზე იწყებდა პროტესტს.
და ამ დროს ახალი ცუნამი მოაწყდა ბედკრულ საქართველოს! „შისოტებსა» და „მარშუტკებს» შორის არსებული ვაკუუმი შეავსო ბრენდმა, რომლის ზუსტი სახელი ჯერ კიდევ უცნობია. ძირითადად მას „ბეემვეს» უწოდებენ, შედარებითი გაქექილობის პრეტენზიის მქონენი „ბიემდაბლიუს» (თუმცა მაინც ფრთხილად, რთული „ლ»-ა ბოლოში), ან უფრო სვეცკად, „ბიემს», ხოლო დანარჩენები - „ბეენვეს». „ბეენვემ» შეცვალა ყველაფერი - წიგნი, ცირკი, საჭმელი, სასმელი, სინდისი და ნამუსი. „ბეენვეს» ყიდიდა და ყიდულობდა ნახევარი ჯორჯია. თითო „ბეენვე» ყველა ოჯახში! ძალა „ბეენვეშია»! მამული, ენა, სარწმუნოება, „ბეენვე»!..
იყო „ხულიგანკა», იყო „აკულა», იყო „ტროიკა», იყო „ემპიატი», იყო „სიმსოტი», იყო „ზეტტრი». აღარ იყო ერთი გამორჩეული ფენა, ყველაფერი ერთმანეთში აითქვიფა, ზეთიანსახიანები და მოწყენილები, პერეგონშიკები და შოუბიზის სტარები, ერი და ბერი, იგლესიასი ენრიკე და ჯანელიძე ენრიკო...
მაგრამ რაა ეს ყველაფერი „იქსპიატთან» შედარებით?! იქ მყოფს ყველაფრის უფლება გაქვს. შეგიძლია შუა გზაში მიუყენო ტყუპისცალს და მოძრაობა გააქვავო, შეგიძლია, შეგიძლია კი არა, ვალდებული ხარ, არავის არაფერი დაუთმო, გაიარო წითელზე, გასრისო ფეხით მოსიარულე, ფანჯრიდან ნაგავი ისროლო, მერე ფურთხიც მიაყოლო და ბოლოს „მოაკაწრინო», აგინო „ოპელ ვექტრას», კიდევ ერთ ქართულ ფენომენს.
საერთოდ, არსებობს «იქსის» ეკვივალენტური ფასეულობა? ან ოცნება, მისი სადარი? ან საზომი ერთეული, ასეთი ზუსტი და უტყუარი? მერე, რა ამაყად არიან ჩაწიკწიკებულნი უთვალავ რესტორანთა გასწვრივ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მზიურ და ჭაღარა დედაქალაქში. რამდენი „პარლამენტ ლაითი» იწევა ამ შავ და ვერცხლისფერ რაშებში. რა ზევით ზიხარ, როცა ზიხარ «იქსპიატში»!
არა რა, ეს მანქანა ჩოხაა, ჩოხა-ახალუხი“.დავით კოვზირიძე , 2009
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა