იმალებოდა თუ არა აეროპორტიდან "გამქრალი” "რემენა” ოზურგეთში და ვის ჰყავდა ის სამეფო პატივში
საზოგადოება - 15:19, 28 Jan, 2015     8234


"როდესაც კანონიერი ქურდი, “რემენა” აეროპორტიდან გაქრა, შემოქმედში იმალებოდა ის ადამიანი და სამეფო პატივში იყო. ოზურგეთის ფაქტიური მმართველი უწევდა მასპინძლობას” - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან დავით მჟავანაძე.
მჟავანაძემ ეს განცხადება გუშინ "გურიის მოამბის” გადაცემა "მთავარ თემაში” გააკეთა და ქალაქის მერიაში არსებულ ნეპოტიზმთან დაკავშირებითაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე დღეში "ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაცია ოფიციალურად გამოაქვეყნებს იმ ადამიანთა სიას, რომლებიც მერიაში ოზურგეთის "ფაქტიური მმართველის” საახლობლოს წარმოადგენენ.
"ოზურგეთს ჰყავს ფაქტიური მმართველი, რომელიც აკონტროლებს იმას, რომ თავისი კლანის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ აქ სიტუაციებს. მოიკითხეთ, ილა კეჭაყმაძის შვილიშვილის მომვლელის შვილი ჰყავთ თანამდებობაზე აყვანილი და ასეთი ფაქტი არის უამრავი, ნეპოტიზმი არის ყველა მიმართულებით. ილა კეჭაყმაძე არის ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც მომაგრებულია ოზურგეთის ფაქტიურ მმართველად და აკონტროლებს თავიდან ბოლომდე სიტუაციას. ნახეთ ქალაქის მერიაში ვინ არიან დასაქმებულები და ვისი ნათესავები არიან. უახლოეს დღეებში ოფიციალურად წარმოვადგენთ ამ ადამინების სიას”- განაცხადა მჟავანაძემ.

კანონიერი ქურდის, "რემენას" ე.წ. მასპინძელი, "პროგრეს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ილა კეჭაყმაძე 'ნაციონალური მოძრაობიდან" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის დავით მჟავანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით პოზიციას არ აფიქსირებს და ამბობს, რომ საპასუხო განცხადებას ის უახლოეს დღეებში ოფიციალურად გააკეთებს.

“აღნიშნულთან დაკავშირებით მე ვაპირებ გავაკეთო ოფიციალური განცხადება. შეიძლება ხვალ, ან უახლოეს დღეებში"-აღნიშნა კეჭაყმაძემ სატელეფონო საუბარში.


ვრცლად იხილეთ: გადაცემა "მთავარ თემაში"


თეა იოსელიანი - გურია




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42