დავით ცინარიძეს არ ვიცნობ, პატრული მოვატყუე- ეკა ყურშიტაშვილი
საზოგადოება - 17:26, 27 Jan, 2015     12051

ეკა ყურშიტაშვილის თქმით, ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს დავით ცინარიძეს არ იცნობს და პატრულის თანამშრომელს დავით ცინარიძის გვარი მხოლოდ დაშინების მიზნით უხსენა.

„არანაირ დავით ცინარიძეს არ ვურეკავ. ჩემს მეგობარს ვურეკავდი. სამ თვეში 5500 ლარი გადავიხადე ჯარიმა და დავით ცინარიძეს რომ ვიცნობდე, ამდენ ჯარიმას არ გადავიხდიდი. გავეღადავე პატრულს. როცა ჭამენ ამნაირი იდიოტი პატრულები, უნდა აჭამო. დავით ცინარიძეს ასი წელი არ დავურეკავ და შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მით უფრო, რომ არც ვიცნობ.“ - განუცხადა ლიბერალის ეკა ყურშიტაშვილმა.

ეკა ყურშიტაშვილი პატრულის თანამშრომლის შეურაცხყოფას გაღიზიანებით ხსნის და ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ მას პატრულის ერთი თანამშრომელი გადაეკიდა, რომელიც ხშირად აჩერებდა და საბუთების ნაცვლად ტელეფონის პირად ნომერს სთხოვდა.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა პატრულის ერთი თანამშრომელი. 24 საათის განმავლობაში დამინახავდა თუ არა, ქუჩაში მაჩერებდა და ტელეფონის ნომერს მთხოვდა ყოველთვის საბუთების მაგივრად. შემდეგ ერთ დღეს, ზაფხულში მოვდიოდი პეკინზე და ვსაუბრობდი ტელეფონზე. დამინახა პატრულის თანამშრომელმა, რომელიც გვერდზე მომყვებოდა პატრულის მანქანით, მაგრამ არ გამაჩერა და არ გამოუწერია ჯარიმა. არადა ჩვეულებრივად შეეძლო ეთქვა, რომ 707 გადააყენე, დაგიწერ ჯარიმას. არ გამაჩერა, წამოვედი ჩემს გზაზე. ვაჟაზე მოვდიოდი და ვისკის სახლთან მეძახის საერთოდ სხვა პატრული - 707 გააჩერე. ამოვიღე საბუთები მივეცი, ვკითხე რა დავარღვიე-თქო. მომეშალა ძააან ნერვები. ავდექი და ვაგინე. ყელში ამომივიდა, ყოველდღე მაჩერებ ,უკვე ამის ატანა შეუძლებელია.“ - ამბობს ეკა ყურშიტაშვილი.

ეკა ყურშიტაშვილის თქმით, ვიდეოების გავრცელების შემდეგ მას სამართალდამცავი უწყებები არ დაჰკავშირებიან.

„აღნიშნული მოხდა 9 თვის წინ და თუ ვინმეს ჩემი დაკავება უნდა, დავეკავებინე მაშინ“ - განაცხადა ეკა ყურშიტაშვილმა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ორი ვიდეო, რომელშიც, მათი თქმით, ჩანს, თუ როგორ ძალადობს მოქალაქე პატრულის თანამშრომელზე პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ დავით ცინარიძის დახმარებით.

„წარმოგიდგენთ ვიდეომასალას, ორი ეპიზოდს სადაც ასახულია მოქალაქე, რომელმაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და ამ მოქალაქის ურთიერთობა საპატრულო პოლიციასთან. ორივე შემთხვევაში ნათლად ჩანს ამ მოქალაქის უხეში დამოკიდებულება პატრულის თანამშრომლების მიმართ. გარდა ამისა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ერთ ეპიზოდში ჩანს ეს მოქალაქე თავისი პირადი კონტაქტების საშუალებით, კერძოდ ის უკავშირდება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს, როგორ აგვარებს საკუთარ პრობლემას კანონთან მიმართებაში. ამ კადრებიდან ძალიან ნათლად ჩანს, რომ სახეზეა სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა და ნათელია, რომ ხდება დაბრუნება შევარდნაძის დროინდელ პრაქტიკაში, როცა მოქალაქეები, როცა დანაშაული აქვთ ჩადენილი კანონის წინაშე, ამ პრობლემბას პირადი ნაცნობობით აგვარებენ. ჩვენ გვინდა მივმართოთ შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურებს, რომ სასწრაფოდ მოხდეს ამ საქმის გამოძიება. საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი გაანთავისუფლეს ამ თანამდებობიდან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ასრულებდა კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ის უნდა აღდეს სამსახურში და გამოძიების შედეგად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობა და ჩაიდინეს დანაშაული" - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.



წყარო http://www.liberali.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42