ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით შარშან როდესაც ანონიმურმა ზარით პარლამენტში ბომბის არსებობის შეტყობინების გავრცელება მათ გამო მოხდა. „ბომბი იმიტომ მოიგონეს , შენობიდან უმტკივნეულოდ რომ გამოვერეკეთ“, რადგან იმ დროს იპოთეკით დაზარალებულთა საქმე უნდა განხილულიყო, აცხადებს ირინა მღვდელაძე „ქრონიკა+“-სთან.
„როცა დავტოვეთ შენობა , ზვიად ძიძიგური შეგვხვდა და გვითხრა,- რას იბრძვით, ჩვენ არ გვჭირდებით, პატიმრები, სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციაც გვეყოფაო. ქუცნაშვილიც გვერდით ედგა და იმანაც დაუმატა,- თუ ასე არ გინდოდათ, რისთვის მოაწერეთ ხელი იპოთეკის ხელშეკრულებებს, მათხოვრებოო?! ჩვენ მათხოვრები არ ვართ , ვითხოვთ გამოსახლების შეჩერებას და გრძელვადიან , დაბალპროცენტიან სესხებს, რასაც თავის დროზე ივანიშვილი გვპირდებოდა
იპოთეკარები არიან ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც, დავით საგანელიძის სიდედრს უამრავი ბინა აქვს ჩამორთმეული ხალხისთვის ასეთი გზით! თინა ხიდაშელის დედაც აპროცენტებდა ფულს და მასაც გამოსახლებული ჰყავს ოჯახები! მთელი პარლამენტი მევახშეობს- დავით საყვარელიძე, ბობოხიძე, კუბლაშვილები, გვაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინას ფულებიც დევს მევახშეობაში და ის დაგვიხსნიდა სახლებს ან დაგვიცავდა?!
ამ ზაფხულს „ოცნების“ ოფისთან გავმართეთ აქცია და საგანელიძის სიდედრის გამო დაქცეული ქალიც იქ იყო. ეს ქალბატონი რაჭველია და როცა საგანელიძემ დაინახა, უთხრა- აქ რა გინდა , არ ილაპარაკო ახლა ჩვენზე არაფერი , თორემ შვილებს ცოცხლად დაგიმარხავო! ჩვენც გავიგეთ, როგორ უთხრა ეს სიტყვები. ამ ქალბატონს ეშინია და ამიტომ ვეღარ ჩნდება.
ივანიშვილის ხელისუფლების დროს ამ მოტივით გამოსახლებები უფრო ხშირია და უფრო სადისტური- აცხადებს იპოთეკიტ დაზარალებული.
წყარო „ქრონიკა+“
მასალის გამოყენების პირობები






