ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის გაუფასურების მიზეზად არასახარბიელო ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ტურისტების ნაკადის შემცირებასა და რამდენიმე სხვა ფაქტორს ასახელებს.
ამის შესახებ ქადაგიძემ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ლარი იმ შემთხვევაში გამყარდება, თუ გაიზრდება ეკონომიკა.
„თუ ეკონომიური ზრდა გვექნება, ლარს გამყარების ტენდენცია ექნება. ეს საშუალო პერიოდში ხდება, ხოლო სხვა შემთხვევაში მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკურ პირობებში კურსი რეაგირებს და არის პროცესების ადეკვატური. დღევანდელი მდგომარეობით, ის ადამიანები ზარალდებიან, რომელთაც შემოსავალი ლარში აქვთ, ხოლო სესხები დოლარში. ისინი ამ ზარალს საკუთარ ჯიბეზე ყოველ დღე გრძნობენ. რაც შეეხება ფასების საშუალო დონეს, ფასების საშუალო დონე ინფლაციური მოლოდინების გაზრდის მიუხედავად, დღეს გაზრდილი არ არის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ინფლაციის სამიზნე ორიენტირზე გაჩერება“, - განაცხადა ქადაგიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






