თვითმკვლელობა მოსკოვში და ომის დროს აფხაზეთიდან მოპარული უნიკალური ხატები
საზოგადოება - 18:14, 26 Jan, 2015     3230

რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, ივანე შერვაშიძემ, რომელმაც ორიოდე თვის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დასრულა, მის მიერ წლების წინ შესყიდული ხატების აფხაზეთის მუზეუმისთვის გადაცემას ითხოვს. ანდერძის აღსრულებას, მისი მეგობარი აპირებს, რომელმაც წერილი და ხატები 3 დღის წინ მის ბინაში შემთხვევით იპოვა.

შეგახსენებთ, რომ 68 წლის ივანე შერვაშიძემ 17 დეკემბერს მოსკოვში სასტუმრო "ნაციონალში" მოიკლა თავი. რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელობა სასტუმროს სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ბიზნესმენმა წერილი დატოვა, რომელშიც სიკვდილის შემდგომ კრემაცია მოითხოვა.

"სასურველია, ფერფლი შავ ზღვაში და ბალტიის ზღვაში მიმოაბნიოთ", - აღნიშნულია წერილში.

სუიციდის შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ კი მისმა რუსმა მეგობარმა სერგეი აკსიუტჩეკმა ივანე შერვაშიძის ნივთებში ორი ხატი და კიდევ ერთი წერილი იპოვა.

აკსიუტჩეკის თქმით, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე შერვაშიძემ მის ბინაში ღამე გაათია, დილით კი ადრიანად წავიდა. როგორც ჩანს, სწორედ იმ ღამით დატოვა ბიზნესმენმა მეგობართან პატარა ჩანთა, სადაც ხატები და წერილი ინახებოდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, წერილში წერია, რომ ხატები 90-იან წლებში საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთიდან იყო მოპარული. შერვაშიძემ ისინი გამოისყიდა და უნდოდა სოხუმში დაებრუნებინა, მაგრამ ვერ მოასწრო. ამიტომ ამ სურვილის შესრულებას მეგობარს სთხოვდა.

სერგეი აკსიუტჩეკი მისი დანაბარების შესრულებას და უნიკალური ხატების აფხაზეთში ჩატანას აპირებს.

აფხაზი ღვთისმსახურის დავით სარსანიას ინფორმაციით, ერთ ხატზე წმინდა გიორგია გამოსახული, მეორეზე კი - მთავარანგელოზებს შორის მდგარი დადიანების გვარის ერთ-ერთი თავადი.

სარსანია ვარაუდობს, რომ ორივე ხატი თავის დროზე შესაძლოა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის კუთვნილება იყო და ომის დროს, ისევე როგორც სხვა რამდენიმე ძვირფასი ხატი, ისინიც მოიპარეს.

რუსი ხელოვნებათმცოდნეობის ინფორმაციით, ხატების წარმომავლობა სავარაუდოდ მეთექვსმეტე-მეცხრამეტე საუკუნეებს უკავშირდება. მათი თქმით, უფრო ზუსტ პასუხს ექსპერტიზის შედეგები გამოავლენს.

"ორივე ხატი უძველესია და ძალიან საინტერესო. თანაც, ორივე კარგად არის შემონახული, პრაქტიკულად, არავითარი დაზიანება არ აქვს, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ ისტორიულ ღირებულებას", - აცხადებენ ხელოვნებათმცოდენები.

სარსანიას ვარაუდს ადასტურებს ილორის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი ფრიდონ ასათიანი. მისი თქმით, აღნიშნული ხატები ტაძრის სეიფში ინახებოდა. წინამძღვარი ამბობს, რომ წმინდა გიორგის ხატი ეკლესიას ოდიშის მთავარმა ლევან დადიანმა უსახსოვრა.

"რომელ ხატებზეც არის საუბარი, ვიცი. ორივე ხატი უძველესი ისტორიული ღირებულებისაა და რომ არ დაზიანებული იყო, მაცხოვრის ხატთან ერთად ეკლესიის სეიფში ინახებოდა და დღესასწაულებზე გამოგვქონდა ხოლმე. თანაც ომამდე ეკლესია ორჯერ გაიძარცვა და ამის გამოც გვეშინოდა. საომარი მოქმედებების დროს კი აბსოლუტურად ყველაფერი წაიღეს, ჩემი ნივთების წამოღებაც ვერ მოვახერხე.

"წმინდა გიორგი ხატი XVI-ე საუკუნისაა ეკლესიას ლევან დადიანმა უსახსოვრა, რომელმაც თავისი ხელით შექმნა. რაც შეეხება მთავარანგელოზის ხატს, ვიზუალურად მახსოვს, თუმცა დეტალებს ვერ ვიხსენებ", - უთხრა "მთელ კვირას" ასათიანმა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე კი ამბობს რომ ეს ხატები ხელოვნების ნიმუშების გარდა წარმოადგენენ წერილობით ძეგლებსაც.

მისი თქმით, მათზე დატანილია ძველი ქართული ასომთავრულით შესრულებული განმარტებითი წარწერები.

"ბიზნესმენი ივანე შერვაშიძე ეროვნებით აფხაზია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ შერვაშიძეები აფხაზეთის სამთავრო სახლის წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა, აღნიშნული გვარის წარმომადგენელთა დიდი უმრავლესობა შუა საუკუნეებში, XIX-XX საუკუნეებში და ახლაც ეროვნულ იდენტიფიკაციას ქართულ ეთნიკურ სამყაროსთან ახდენს.

"ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ 1992-1993 წლების საომარი მოქმედებების დროს არ დამწვარა აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი (და არც მისი არქივი), სადაც ხელოვნების ძეგლები, მათ შორის ქართული ჭედური ხატების მცირე ნაწილი და მათი აღწერილობა ინახებოდა. საომარი მოქმედებების დროს დაიწვა არა მუზეუმი, არამედ აფხაზეთის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, რომელიც წარმოადგენდა XIX-XX საუკუნეების დოკუმენტური წერილობითი წყაროების (საბუთების) საცავს. შესაბამისად, მოცემული ხატების აღწერილობისა და წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია და სხვა სახის დოკუმენტები უნდა ინახებოდეს აფხაზეთის ცენტრალურ სახელმწიფო მუზეუმში, რომლის არცერთი ძეგლი არ დაზიანებულა ომის დროს - უბრალოდ იგი არც კი გახსნილა.

"ნებისმიერი კულტურის ძეგლის იდენტიფიკაციის, ავთენტურობისა და წარმომავლობის გარკვევისას პირველ რიგში ყურადღება ექცევა ძეგლის არქეოგრაფიულ ნიშნებს, რომელთა შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ენობრივ მონაცემებს და წერილობით კულტურას. ივანე შერვაშიძის მიერ აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმისათვის ნაანდერძევი ნივთები, ნამდვილად წარმოადგენენ ხელოვნების ნიმუშებს - წმ. გიორგის ხატი და მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების ხატი. მაგრამ ამავე დროს ისინი წერილობითი ძეგლებიცაა, რადგან მათზე დატანილია ძველი ქართული ასომთავრულით შესრულებული განმარტებითი წარწერები.

"შესაბამისად, აღნიშნული ნივთებს არა მარტო ხელოვნებათმცოდნეობითი, არამედ პალეოგრაფიული და ისტორიული მნიშვნელობა აქვთ, რადგან ძეგლებზე იკითხება "წ(მიდა) გ(იორგ)ი" და ერთ-ერთი ქართული ფეოდალური გვარის, დადიანთა სამთავრო სახლის წარმომადგენელთა ლეგენდა ასევე ქართულ ენაზე", - უთხრა "მთელ კვირას" ახალაძემ.

მისივე თქმით, ორივე ნივთი დიდი ალბათობით, XIX საუკუნის პირველ ნახევრში პეპუ მეუნარგიას ხელიდან გამოსული ძეგლი უნდა იყოს და სავარაუდოდ, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის მამის - დავით დადიანის კუთვნილება უნდა ყოფილიყო.

"თუ დავეყრდნობით ძეგლზე დაცულ წერილობით და ენობრივ მონაცემებს, იგი ქართულ კულტურულ სამყაროს ეკუთვნოდა, რადგან მათი ქტიტორები, შემომწირველნი და მლოცველნი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ქართულ ენაზე, ქართული დამწერლობით ახდენდნენ. მართალია, შუა საუკუნეებისა და ყ|ყ საუკუნის აფხაზეთის წერილობითი ძეგლების აბსოლუტური უმრავლესობა ქართულია, მაგრამ ეს სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზეთი ქართული კულტურულ-ისტორიული სამყაროს ნაწილი იყო.

"ხელოვნებათმცოდნეობითი თვალსაზრისით, ანალოგიური ხატები ცნობილია ქართულ ჭედურ ხელოვნებაში. მაგალითად, ზუგდიდის წმ. გიორგის ხატი მხედრული წარწერით, ზუგდიდის 1849 წლის ხატი ქართული ასომთავრული წარწერით და ა. შ. აღნიშნული ანალოგიებით, ორივე ნივთი, დიდი ალბათობით ყ|ყ საუკუნის პირველ ნახევრში პეპუ მეუნარგიას ხელიდან გამოსული ძეგლი უნდა იყოს და სავარაუდოდ, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის მამის - დავით დადიანის კუთვნილება უნდა ყოფილიყო. თუმცა, ნივთების ხელოვნებათმცოდნეობით ღირებულებაზე ჭედური ხელოვნების ისტორიკოსები გაცილებით მეტს იტყვიან.

"აქედან გამომდინარე, ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეს ნივთები აფხაზი ხალხის ფასეულობაა და "ქართველმა ვანდალებმა" "მოიპარეს", რადგან აშკარაა ხატებზე ქართული წარწერებია. როგორც ძველ ქართულ ჭედურ ხელოვნებაში იყო მიღებული, არ გამოვრიცხავთ ხატის ზურგზეც ამოკვეთილი იყოს ქტიტორთა ქართული წარწერები, რაც გაცილებით მეტ ინფორმაციას მოგვცემს ხატის წარმომავლობის შესახებ", - გვითხრა პროფესორმა.

ახალაძე ამბობს, რომ ამ საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები.

"ვფიქრობ, აღნიშნულ ნივთებთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ, რათა არ მოხდეს ქართული ხელოვნების ნიმუშების დაკარგვა, ან დაზიანება. პირველ რიგში, ეთხოვოს რუსულ მხარეს, რათა ჩატარდეს ორივე ძეგლის არქეოგრაფიული აღწერილობა, დასურათება და გადმოგზავნა თბილისში, შესაბამის სპეციალისტებთან", - განაცხადა ახალაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველი ივანე შერვაშიძე წლების განმავლობაში მოსკოვში მუსიკალური ინსტრუმენტებითა და მოწყობილობებით ვაჭრობდა და საკუთარი ფირმაც ჰქონდა ჩამოყალიბებული.

ახლობელთა ვარაუდით, მისი თვითმკვლელობის მიზეზი ფინანსური პრობლემები და დაგროვილი ვალები იყო.


წყარო http://www.resonancedaily.com/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42