საპარტნიორო ფონდსა და უნგრულ „ექსიმ ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:56, 26 Jan, 2015     1598

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი, რომელიც უნგრეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, „ექსიმ ბანკის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, უნგრული ბანკის და ფონდის პროექტების პრეზენტაცია გამართეს, პრიორიტეტებსა და მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს.

„ვიზიტი ნაყოფიერი იყო. უნგრული მხარე ინტერესით ადევნებს თვალს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს“, განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძემ და „ექსიმ ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზოლტან ურბანმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის „ექსიმ ბანკისა“ და საპარტნიორო ფონდის მხრიდან საქართველოში ერთობლივი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები განიხილეს. მხარეებმა ასევე ექსპორტის წახალისების მიმართულებით, როგორიცაა ექსპორტის ფინანსირება, დაზღვევა და გარანტიები ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

„ექსიმ ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზოლტან ურბანმა აღნიშნა, რომ 2013 წლის შემდეგ ბანკმა დაიწყო რამდენიმე ქვეყანაში სხვადასხვა სააქციო ფონდებში ინვესტირება. შეხვედრაზე, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების ხელშესაწყობად, „ექსიმ ბანკისა“ და საპარტნიორო ფონდის მიერ ერთობლივი უნგრულ-ქართული ფონდის ჩამოყალიბების საკითხიც განიხილეს.

სამუშაო შეხვედრის შემდეგ საპარტნიორო ფონდსა და უნგრეთის „ექსიმ ბანკს“ შორის ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42