საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებაში ცხოვრებაზე და ადამიანის ცხოვრებაში არსებულ განსაცდელებზე ისაუბრა
"ადამიანის ცხოვრება განსაცდელია, ეს გამოცდაა და ეს ხშირად მძიმეა. ამ კვირას სამი მიცვალებული გავასვენეთ: მეუფე თადეოზი, არქიმანდრიტი ილია და ბატონი იური, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა თავისი შვილის საფლავზე. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის ცხოვრება რთული პროცესია და არავინ იცის, როდის მოვა ჩვენი რიგი. როდის მიგვიწვევს უფალი, ამის გამო, ადამიანი მუდამ მზად უნდა იყოს ამ დღისთვის"“ - აგანაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ მეუფე თადეოზზე, არქიმანდრიტ ილია კარტოზიასა და იური ვაზაგაშვილზე ისაუბრა. პატრიარქის განცხადებით, ადამიანის ცხოვრება რთული პროცესია და არავინ იცის როდის დადგება უკანასკნელი დღე, ამიტომ, მისი თქმით, ლოცვა, მარხვა და მოწყალების გაღება ადამიანის თანამგზავრი უნდა იყოს, რომელიც დაეხმარება მას არსებული სირთულეების დაძლევაში.
ქადაგების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, ტრადიციულად, 5 გვარი დალოცა.
მასალის გამოყენების პირობები






