კომპანია „ტიფლის ბიზნეს“ ჯგუფის ხელმძღვანელის გიორგი ზაქაიძის განცხადებით, ჭავჭავაძის 68 ნომერში, ვაკის პარკის მიმდენარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობას გრანტებზე ორიენტირებული ადამაინები ეწინააღმდეგებიან.
როგორც ზაქაიძემ „ბიზნეს კურიერის“ ეთერში „პარტიზანი მებაღის“ ნატა ფერაძის გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, ამ ქალბატონის გამოსვლები გაუგებარია.
„ახლა ვინც იყო ქალბატონი ჩართვაში, აცხადებს, რომ ჩვენ რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე ხეებს ვჭირით, მაგრამ ვერც ერთ ფაქტს ვერ მოიტანენ რომ ხეს ვჭრით. ამ ქალბატონისთვის საპატრიქრო არის კორუმპირებული და მიუღებელია ბავშვის მონათვლა . ასეულობით ადამიანია ვინც, არის მშენებლობის მომხრე, არსებობს ადამაინების ჯგუფი, რომლებიც ამ ყველაფერში იღებენ გრანტებს და შემდეგ ამით ცდილობენ წარმოჩინებას. გრანტის აღებაში არაფერი ცუდი არ არის მაგრამ, გრანტი უნდა აიღო მიზნობრივად და არა მავნებლობისთვის“, - აცახდებს ზაქაიძე.
მასალის გამოყენების პირობები






