ხვალ ზაჰესის სარკინიგზო გზაგამტარი ხიდი დაიკეტება
საზოგადოება - 14:15, 24 Jan, 2015     1490
ზაჰესის დასახლებასთან მდებარე სარკინიგზო გზაგამტარი ხიდისა და ხიდი - აკვედუკის რეკონსტრუქცია იწყება. ამ მიზნით, ორივე ხიდი კვირას, 25 იანვარს, 24:00 საათიდან დაიკეტება. რეკონსტრუქციის გამო დაკეტილი ხიდების ნაცვლად, ტრანსპორტის მოძრაობა შემოვლითი გზებით, ზაჰესის მიმართულებით მცხეთის გზიდან, დიღმის მიმართულებით - გლდანიდან იქნება შესაძლებელი.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის თქმით, სარეკონსტრქციო სამუშაოები, რომელსაც შპს „სამშენებლო კომერციული კორპორაცია ხიდი“ აწარმოებს, 400 დღის მანძილზე გაგრძელდება. მისივე თქმით, პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 462 000 ლარია გამოყოფილი.

"დღეის მდგომარეობით, სარკინიგზო გზაგამტარი ხიდი და ხიდი-აკვედუკი ამ ტიპის ნაგებობების საექსპლუატაციო სტანდარტებს არ შეესაბამება. ნაგებობების რეკონსტრუქცია 2013 წელს ჩატარებული გამოკვლევების დასკვნის საფუძველზე, თანამედროვე სტანდარტებით მოხდება" - განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.

პირველ ეტაპზე სრული დემონტაჟი ჩაუტარდება 35 მეტრის სიგრძის და 11.60 მეტრის სიგანის სარკინიგზო გზაგამტარის რკინა-ბეტონის კონსტრუქციას, რის შემდეგაც აშენდება ახალი ხიდი. უსაფრთხოებისა და ახალი ტექნოლოგიების სტანდარტების დაცვით მოეწყობა ბურჯები, ფერდის გასამაგრებელი საყრდენი კედელი, სავალი ნაწილი, ტროტუარები და ბორდიურები.

უსაფრთხოებისა და ახალი ტექნოლოგიების სტანდარტების დაცვით განხორციელდება ხიდი - აკვედუკის რეკონსტრუქციაც, რომლის სიგრძე 120, სიგანე კი 12 მეტრია. მოხდება ნაგებობის დემონტაჟი, ბურჯების გარდა, მოეწყობა ხიდთან არსებული ფერდის გასამაგრებელი კედელი, სავალი ნაწილი, ტრორუარები და ბორდიურები.

ზაჰესის სარკინიგზო გზაგამტარი ხიდი და ხიდი - აკვედუკი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა. ნაგებობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42