აჯამეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საზოგადოება - 13:30, 24 Jan, 2015     2165

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია საირიგაციო სისტემების მოდერნიზაციის ფარგლებში, ახორციელებს აჯამეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას. სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, იმერეთში, 3049 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი.აღნიშნული ფართობით 2000 კომლი ისარგებლებს.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აჯამეთის სარწყავი სისტემისსათავე ნაგებობის კაშხლის გამრეცხი ფარების მექანიკურ ნაწილს; წყალგამშვებკვანძებს და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს (დიუკერი, ხიდი, მილხიდი); დაგეგმილია გამანაწილებელი არხების რეაბილიტაცია, ახალი ქსელის და წყალგამშვები კვანძების მოწყობა; გაიწმინდება მაგისტრალური არხი (29,6 კმ), დაზიანებული ნაწილი აღდგება და მონოლითური ბეტონითა და ანაკრები რკინაბეტონით (ფილებით) მოპირკეთდება.

მიმდინარეღონისძიებების შედეგად, ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის - (სვირი, როდინაული, ცხენთარო, აჯამეთი და ვარციხე) 3049 ჰექტარი მიწის ფართობი გასარწყავდება. ასევე, ამ სისტემიდან სპეციალური მიმყვანი არხის მეშვეობით წყალი (1მ3)მიეწოდება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას.

აღნიშული სისტემისსარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა, დაათვალიერა.

სარემონტო სამუშაოები 2014 წლის აგვოსტოში დაიწყო და 2016 წლის მაისში დასრულდება. პროექტის ღირებულებაა 6 199 000 ლარი.

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია იმერეთში, აჯამეთის სარწყავი სისტემის გარდა, ერთდროულად 3 სხვადასხვა სისტემაზე ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ესენია: მაშველის, ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემები და ციხე-სულორის დამშრობი სისტემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42