აკაკი მინაშვილმა ზუგდიდში საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლის მთავარი თემაც ზუგდიდში ბაჩო ახალაის წიგნის „სოხუმი ჩემი იერუსალიმი“-ს პრეზენტაციაში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხელის შეშლა იყო.
მინაშვილის თქმით წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში, ა.ღურწკაიას სახელობის გიმნაზიაში იგეგმებოდა, სადაც შეთანხმებულნი იყვნენ დარბაზის სამი საათით დაქირავებაზე. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამ სკოლის მეპატრონესთან იყო ზარი, „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრისთვის“ დარბაზის მიქირავებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
ამ ზარის შემდეგ, სკოლის ერთ-ერთი მეპატრონე დაბარებული იქნა გუბერნიაში, რის შემდეგაც ღონისძიების ორგანიზატორს ფატი შენგელიას შეატყობინეს, რომ დარბაზის მიქირავებაზე უარს ეუბნებოდნენ.
პრეზენტაციაზე დასწრებას აპირებდნენ სოხუმის მაცხოვრებლებიც და მათი მოპატიჟების შემდეგ , აფხაზეთში მაცხოვრებელი ქართული ოჯახი გალის ადმინისტრაციაში დაიბარეს და მკაცრად გააფრთხილეს, „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ განცხადებით ეს მანიშნებელია იმის, რომ მათზე უკანონო მოსმენა მიმდინარეობს და სეპარატისტებს ქართული მხრიდან ეცნობათ ამ ფაქტის შესახებ.
აკო მინაშვილმა აღნიშნული ფაქტები გაახმოვანა ბრიფინგზე და აღნიშნა რომ საქართველოს ხელისუფლება სეპარატისტებთან ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებს .
მასალის გამოყენების პირობები






