ადვოკატი, ირმა ჭკადუა, ვარაუდობს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ორ-სამ კვირაში გაიხსნება.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვაზაგაშვილების საქმეზე ადვოკატებს პროკურატურაში ჰქონდათ შეხვედრა და მათ გამომძიებლებს ის დეტალები მიაწოდეს, რაც იური ვაზაგაშვილს არ ჰქონდა მიწოდებული.
"პროკურატურაში მოხდა ინფორმაციის გაცვლა. მათ აინტერესებდათ ჩვენს მიერ მიწოდებული ყველა დეტალი, თუკი არის ისეთი, რაც ბატონ იურის არ ჰქონდა მიწოდებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ გეტყვით. მე პირადად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან მიმართებაში. ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით ორ-სამ კვირაში ეს საქმე გაიხსნება", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ირმა ჭკადუამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებითაც განაცხადა, რომ ეს არის ურთულესი საქმე და დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო, რათა მოხდეს საქმეზე შედეგის დადება.
მასალის გამოყენების პირობები






